support@oneworld.ge 

+995 32 2 14 68 42

მომსახურების შესახებ

 

 

One World 2005 წლიდან მუშაობს საზღვარგარეთ სწავლის მიმართულებით. გვაქვს 7000-მდე სასწავლო პროგრამა მსოფლიოს მასშტაბით, გვყავს 600-მდე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთა რიცხვი ყოველწლიურად იზდება.
პროგრამები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: 1. საუნივერსიტეტო პროგრამები 2. ენის შემსწავლელი პროგრამები 3. პროფესიული პროგრამები 4. პროგრამები ბავშვებისთვის და თინეიჯერებისთვის 

ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი, შოტლანდია, ირლანდია, აშშ, კანადა, მალტა, ჩეხეთი, პოლონეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, დანია, გერმანია, ავსტრია, კვიპროსი, პორტუგალია, მექსიკა, კოლუმბია, ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, თურქეთი, ჩინეთი, მალაიზია და სხვა

1. საზღვარგარეთ სწავლა უნივერსიტეტებში 

  • წინა საბაკალავრო
  • ბაკალავრიატი
  • წინა სამაგისტრო
  • მაგისტრატურა
  • დოქტორანტურა


2. საზღვარგარეთ სწავლა პროფესიულ კურსებზე 

  • დარგობრივი პროგრამები 
  • სტაჟირება 

3. ენის შემსწავლელი კურსები საზღვარგარეთ 

  • ზოგადი ენის კურსები: მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამები (ინგლისური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, იტალიური, ჩეხური, იაპონური და სხვა)
  • გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები: TOEFL, IELTS და სხვა


4. პროგრამები ბავშვებისთვის და თინეიჯერებისთვის:

  • საზაფხულო და ზამთრის სკოლები - ამ ტიპის ბანაკები გულისხმობს უცხო ენების გაძლიერებულ სწავლებას დამატებითი კულტურული (მუზეუმები, ექსკურსიები) და სპორტული აქტივობებით.
    *2021 წელს პროგრამებს დაემატა One World-ის მიერ ორგანიზებული საზაფხულო და ზამთრის სკოლები ბუდაპეშტში.
    დეტალურად:
    ზაფხული ბუდაპეშტში
    ზამთარი ბუდაპეშტში

    ქვეყნები: უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, ჩეხეთი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, კოლუმბია, მალტა.
    ფასების დიაპაზონი: 400 EUR - 1200 EUR; 900 USD - 2000 USD; 700 GBP - 1500 GBP (ერთი კვირის საორიენტაციო ღირებულება საცხოვრებლისა და კვების გათვალისწინებით)
  • სპორტული სკოლები - პატარა სპორტსემენებს შეუძლიათ პრაქტიკა გაიარონ სხვადასხვა სპორტის სახეობებში. მაგალითად, ფეხბურთის მოყვარულებს აქვთ საშუალება დროებით შეუერთდნენ რეალ მადრიდისა (Real Madrid) და მანჩესტერ სიტის (Manchester City) საფეხბურთო სკოლებს. სპორტული ბანაკები ასევე მოიცავს რაგბის, ჩოგბურთს, გოლფს, კალათბურთს, სათხილამურო სპორტსა და ცხენზე ჯირითს.
    ქვეყნები: ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი, ჩეხეთი, სამხრეთ აფრიკა
    ფასების დიაპაზონი: 1200 GBP - დან კვირაში (საცხოვრებლისა და კვების გათვალისწინებით)
  • საშუალო განათლება - კერძო საშუალო სკოლაში სწავლა 
  • სასკოლო ინტეგრაცია - სასკოლო ინტეგრაციის პროგრამები გულისხმობს მოსწავლეების დროებით სრულ ინტეგრაციას ბრიტანული საჯარო სკოლების სასწავლო პროცესში
    ქვეყნები : ინგლისი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები
    ფასების დიაპაზონი: დაახლოებით 900 GBP კვირაში, ამერიკა 9000 აშშ დოლარიდან 1 წელი (საცხოვრებლისა და კვების გათვალისწინებით)  
ონლაინ პროგრამები:
  • საუნივერსიტეტო პროგრამები
  • პროფესიული პროგრამები
  • ენის კურსები
 

ჩვენ შეგირჩევთ კოლეჯებს, უნივერსიტეტებს, პროგრამებს, კურსებს, თქვენი მიდრეკილების, თქვენი ფინანსური შესაძლებლობის  და სურვილის გათვალისწინებით, გაგიმარტივებთ მიღების რთულ და შრომატევად პროცესს, თქვენთან ერთად დავგეგმავთ თქვენი განათლების ყოველ ეტაპს, რაც თავისთავად  თქვენი მომავალი  წარმატებული კარიერის გარანტიაა.


ჩვენი უპირატესობები:

  • ჩვენ გვაქვს ხელმისაწვდომი სასწავლო პროგრამების ყველაზე დიდი არჩევანი.
  • პარტნიორული ურთიერთობა ბევრ სასწავლო დაწესებულებასთან საზღვარგარეთ, საშუალებას გვაძლევს ჩვენი მომსახურება იყოს უფასო.
  • გვაქვს პრესტიჟული უნივერსიტეტების პროგრამების დიდი არჩევანი
  • გამარტივებული ჩარიცხვის პროცესი - მაგ. გარკვეული უნივერსიტეტები ჩვენს მიერ გაგზავნილი სტუდენტებისგან არ ითხოვენ TOEFL-ს და IELTS-ს ქულებს.

 

მომსახურების შესახებ:

1. პარტნიორი სასწავლებლის არჩევისას ჩვენი მომსახურება არის უფასო და მოიცავს:

  • კონსულტაციას: თქვენს სურვილებზე მორგებული სასწავლო დაწესებულების შერჩევა პარტნიორების ბაზიდან (ღირებულების, რეიტინგის, მდებარეობის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით)
  • საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და კორესპოდენციის წარმოება სასწავლებელთან
  • დოკუმენტაციის მომზადება: აპლიკაციის შევსება, დახმარება სამოტივაციო წერილის მომზადებაში, დახმარება სარეკომენდაციო წერილის მომზადებაში
  • საცხოვრებლის შერჩევა და რეგისტრაცია
  • სავიზო აპლიკაციის შევსება და დოკუმენტაციის მოწესრიგება, ვიზის მისაღებად საჭირო წერილის და ჩარიცხვის ფურცლის ჩამოტანა* (დამატებით 200 ლარი)
  • საერთაშორისო დაზღვევა* (დამატებითი ღირებულება)
  • დოკუმენტების თარგმანი* (დამატებითი ღირებულება)

2. თუ სასწავლებელი არ არის პარტნიორთა ბაზაში, მომსახურება ფასიანია:

1 უნივერსიტეტი - 800 - დან 1000 ლარამდე, სირთულის და რაოდენობის მიხედვით

3. სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობაში დახმარების დროს მომსახურება ფასიანია: 2000-დან 3500 ლარამდე, შერჩეული პროგრამების რაოდენობის და სირთულის მიხედვით. სხვადასხვა ფონდებისგან ფინანსდება ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, მოკლე პროგრამები; უნგრეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, ინგლისში, ლიტვაში, ლატვიაში და ა.შ. 
იმისთვის, რომ კანდიდატმა შეძლოს ამ მომსახურების მიღება, ის აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა ჰქონდეს ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (მაგ. TOEFL, IELTS)
  • უნდა ჰქონდეს კარგი აკადემიური მოსწრება და საინტერესო პროფილი (მაღალი GPA, რელევანტური სამუშაო გამოცდილება)
  • სასურველი პროგრამის შესაბამისი განათლება (მაგ. თუ კანდიდატს უნდა სტიპენდიის მოპოვება ბიზნესის დარგში მაგისტრატურაზე, მას უნდა ჰქონდეს ბაკალავრის დიპლომი ბიზნესის დარგში).

4. One World Sports Abroad სპორტულ გუნდში და სასწავლებელში მოწყობა - მომსახურების ღირებულება განისაზღვრება გასაუბრების შემდეგ

ჩვენი საერთაშორისო განათლების და სპორტის კონსულტანტებისგან დაკომპლექტებული ექსპერტების გუნდი დაგეხმარებათ აკადემიური და სპორტული სტიპენდიების მოპოვებაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება პარტნიორი უნივერსიტეტების და მწვრთნელების დიდ ბაზასთან ერთად, საშუალებას გვაძლევს კარგი აკადემიური მოსწრების და სპორტული შესაძლებლობების აპლიკანტები ჩავრიცხოთ სასურველ პროგრამებზე და დავეხმაროთ მათ სწავლის დაფინანსების მოპოვებაში. სტუდენტები შეძლებენ სასურველ სპორტულ გუნდში თამაშს.

ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • კონსულტაციას - კანდიდატის აკადემიური და სპორტული შესაძლებლობების შეფასება 
  • უნივერსიტეტის და სპორტული გუნდის შერჩევას
  • აკადემიური დოკუმენტაციის მომზადებას 
  • SAT/TOEFL და სხვა ტესტებისთვის მომზადებას და რეგისტრაციას
  • აპლიკანტისთვის სპორტული პროფილის შექმნას 
  • რეკომენდაციებს მწვრთნელებთან გასაუბრებისთვის და ვიდეო გადაღებისთვის
  • ყველა საჭირო აპლიკაციის შევსებას
  • საცხოვრებლის შერჩევას
  • სავიზო მომსახურებას
  • დაზღვევას
  • თარგმანს და ნოტარიულ დამოწმებას

სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი: ლევან ჯაფარიძე. ყოფილი კალათბურთელი, ევროპის ქვეყნებᲨი თამაᲨის გამოცდილებით. წამყვანი სკაუტი კავკასიის რეგიონᲨი; FIBA სააგენტოს,  Enlase Deportivo - ს სკაუტი, მსოფლიო მასᲨტაბით პროფესიონალ სპორტსმენებთან მუშაობის დიდი გამოცდილებით.
რეგიონალური დირექტორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონᲨი  კალათბურთის საერთაᲨორისო უნივერსიტეტᲨი.

 

მოკლე კურსებზე მოქმედებს თიბისი ბანკის 24 თვიანი უპროცენტო განვადება.

One World Sub-Agent Scheme 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სტუდენტების რეკრუიტინგში. ანაზღაურება - საკომისიო გაგზავნილი სტუდენტის სწავლის გადასახადიდან. სისტემაში გაწევრიანება ხდება გასაუბრების საფუძველზე. 

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია საერთაშორისო განათლების კონსულტანტთან: https://fb.com/book/1world.ge/ 

ფასიანი პროგრამების ჩამონათვალი

პროფესიული საზაფხულო პროგრამები საზღვარგარეთ

სტაჟირება საზღვარგარეთ

პარტნიორები

 

One World იღებს მონაწილეობას საგანმანათლებლო კონფერენციებში, რაც საშუალებას გვაძლევს ყოველწლიურად გავზარდოთ ჩვენი პარტნიორი სასწავლებლების რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით.

 ICEF Berlin 2017

 

NET Conference 2017

 

 

 NET Conference 2016

 

 

 

კონტაქტი

 

+995 32 2 14 68 42


თბილისი, ი. ჭავჭავაძის 37მ, აქსისის ბიზნეს ცენტრი


support@oneworld.ge