რომი, საბაკალავრო პროგრამები John Cabot University
ჯონ კაბოტის უნივერსიტეტი – ამერიკული უნივერსიტეტი რომში
ჯონ კაბოტის უნივერსიტეტი წარმატებულ სტუდენტებს სთავაზობს 50 %-მდე ფასდაკლებას სწავლის გადასახადზე. ასევე აცხადებს სტიპენდიას დაბალი შემოსავლის მქონე სტუდენტებისთვის.
საბაკალავრო პროგრამები
ხანგრძლივობა: 4 აკადემიური წელი
ფასი: 17000 ევრო წელიწადში
კრედიტების რაოდენობა: 120
პროგრამების ჩამონათვალი:
- Art History
- Business Administration
- Classical Studies
- Communications
- Economics and Finance
- English Literature
- History
- Humanistic Studies
- International Affairs
- International Business
- Italian Studies
- Marketing
- Political Science
სწავლის პერიოდში სტუდენტებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება, იძენენ საკომუნიკაციო და კვლევით უნარ-ჩვევებს. ჯონ კაბოტის უნივერსტეტი ხელს უწყობს სტუდენტებს ადვილად მოახდინონ ადაპტირება უცხო გარემოსთან, შეიძენონ საერთაშორისო გამოცდილება, სწორად დაგეგმონ სწავლის შემდგომი საფეხური და მიაღწიონ წამატებებს კარიერაში.
- სასწავლი პროცესს უძღვებიან პროფესორ-მასწავლებლები, რომელთაც განათლება მიღებული აქვთ შემდეგ უნივერსიტეტებში: კოლუმბიის უნივერსიტეტი: ჰარვარდის უნივერსიტეტი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლა, ნიუ იორკის უნივერსიტეტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, მიუნხენის უნივერსიტეტი, ბოლონიის უნივერსიტეტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი, იელის უნივერსიტეტი და მრავალი სხვ.
- სწავლა მიმდინარეობს მცირერიცხოვან ჯგუფებში – მაქსიმუმ 15 სტუდენტი.
- სწავლა ეფუძნება ამერიკულ გამოცდილებას. ეწყობა დებატები. მიმდინარეობს აზრთა გაზიარება ზეპირი კომუნიკაციითა და ანალიკური ესეების წერის საშუალებით. სტუდენტებს ეძლევათ საშუალება აწარმოონ ინდივიდუალური კვლევა.
- სწავლის თანმდევი პროცესია რომის კულტურის, არქიტექტურის, არქეოლოგიის, ისტორიის, რელიგიის შესწავლა.
- უნივერსიტეტში სწავლობენ სტუდენტები 60 სხვადასხვა ქვეყნიდან.
- ეწყობა ვორქშოფები, ვიზიტების სხვადასხვა კომპანიებში არჩეული სპეციალობების შესაბამისად.
მოთხოვნები:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა
- 600 სამოტივაციო წერილი
- აპლიკაციის საფასური 50 ევრო
- სკოლის ატესტატი და ნიშნების ფურცელი
- ინტერვიუ სკაიპით ან ტელეფონით
- ორი სარეკომენდაციო წერილი
- ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი