+995 32 2 14 68 42

    ვაკანსიები

    ­­­­­­­

     

    2017-11-30

    სასწავლო პროგრამების განვითარების მენეჯერი

    ვეძებთ აქტიურ, ენერგიულ, მონდომებულ, სხარტი აზროვნების მქონე ადამიანს, რომელიც ენთუზიაზმით შეუდგება ცენტრის განვითარების საქმეს. არ გვაქვს შაბლონური მოთხოვნა რამდენიმე წლიან სამუშაო გამოცდილებაზე კონკრეტულ სფეროში. მისასალმებელია, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. მთავარია კანდიდატმა გვაჩვენოს მოტივაცია და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

    შესასრულებელი სამუშაო იყოფა სამ ძირითად ნაწილად:

     

    გაყიდვები:

    • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება
    • მომხმარებლის არსებული ბაზის გაზრდა, პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოზიდვა
    • კორპორატიული შეთავაზებების მომზადება
    • პრეზენტაციების მომზადება, შეხვედრების დანიშვნა და ჩატარება
    • ვიზიტები სკოლებში და უნივერსიტეტებში

    მარკეტინგი:

    • ბაზრის შესწავლა, კონკურენტების საქმიანობის შესწავლა და ანალიზი.
    • მარკეტინგული აქტივობების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
    • სოციალური გვერდების მართვა (Facebook, Instagram, LinkedIn, Youtube)

     

    ზოგადი მენეჯმენტი:

    • სტუდენტების აღრიცხვის წარმოება
    • არსებული სასწავლო კურსების კოორდინირება
    • ახალი პროგრამების დანერგვაში მონაწილეობის მიღება
    • საგანმანათლებლო გამოფენების მოწყობა, პარტნიორების მოწვევა სხვადასხვა ქვეყნებიდან
    • კორესპოდენცია უცხოელ პარტნიორებთან
    • საზღვარგარეთ საგანმანათლებლო კონფერენციებში მონაწილეობის მიღება

     

     

    კვალიფიკაცია, გამოცდილება: 

    • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირებაში);
    • აუცილებელია ქართული და ინგლისური ენების უმაღლეს დონეზე ცოდნა; სასურველია რუსული ენის ცოდნაც.
    • საოფისე პროგრამები
    • უპირატესობად ჩაითვლება 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საგანმანათლებლო მენეჯმენტში, გაყიდვებში ან მარკეტინგში. ჩვენთვის ასევე საინტერესოა კანდიდატები, რომელთაც აქვთ საკუთარი ბიზნესის/პროექტის მართვის გამოცდილება. 

     

    ჩვენ გთავაზობთ:

    • მეგობრულ გარემოს
    • საგანმანათლებლო კონფერეციებში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნებში
    • მზარდ ანაზღაურებას
    • ბონუსს საზღვარგარეთ გაგზავნილი სტუდენტებისგან

     

     დამატებითი პირობები:  

    გამოსაცდელი ვადა - 3 თვე.

     

    დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე მოგვაწოდოთ ელ.ფოსტაზე: support@oneworld.ge  არაუგვიანეს 2017 წლის 10 იანვრისა და სათაურის ველში მიუთითოთ „სასწავლო პროგრამების განვითარების მენეჯერი - One World”.

    შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ინტერვიუსთვის.

     

     

     

     

      

    2017-08-30

    ვიწვევთ კვალიფიციურ და მოტივირებულ ინგლისური ენის პედაგოგებს!

    წარმატებული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

    • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი
    • ინგლისური ენის უმაღლესი დონე - CEFR C2
    • მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
    • უპირატესობა მიენიჭებათ CELTA/ /TESOL /DELTA ან შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე კანდიდატებს.


    დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე support@oneworld.ge  

    შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ინტერვიუსთვის.