+995 32 2 14 68 42

  • უცხო ენები
  • სწავლების მეთოდი

სწავლების მეთოდი

სამუშაო მეთოდისა და სწავლების პროცესის აღწერილობა 
 
უცხო ენის შესასწავლად სხვადასხვა ადაპტირებული მეთოდი გამოიყენება. One World ირჩევს სწავლების კოოპერატიულ მეთოდს. მეთოდის ძირითადი პრიორიტეტი ინტერაქტიური გაკვეთილების ჩატარებაა. მრავალი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს, რომ ასეთი მეთოდის გამოყენება უცხო ენის უფრო ღრმად გაგების საშუალებას იძლევა. სტუდენტების მეტყველება სწრაფად იხვეწება და უცხო ენის სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი. მეთოდის სრულად დანერგვისათვის სხვადასხვა სახელმძღვანელოები და დამხმარე მასალა გამოიყენება. ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილავთ ინტერაქტიური გაკვეთილის მიმდინარეობას: 
სტუდენტები იყოფიან 4 – 5 კაციან ჯგუფებად და იწყება 4 საფეხურიანი ციკლი: სწავლება, ჯგუფური მეცადინეობა, ტესტირება, შეფასება.
 
 სწავლება იწყება მასალის პრეზენტაციით, ახსნა განმარტებებით და საკვანძო საკითხების ანალიზით
 გრამატიკული ასპექტების განხილვა ხდება პრაქტიკულ მაგალითებზე
 მიმდინარეობს ტექსტების დამუშავება და მოკლე განხილვა
 სავარჯიშოები მიზანმიმართულია კითხვის, წერის და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად
 
იმისთვის რომ სწავლების პროცესი უფრო სახალისო იყოს, დროდადრო პროგრამაში ჩართულია ვიდეო მასალა და ინტელექტუალური თამაშები. ჯგუფური მეცადინეობის დროს ჯგუფები მოქმედებენ კოოპერატიულად და საკითხებზე ერთად მუშაობენ.  შემდეგ ყოველი სტუდენტი ინდივიდუალურად მუშაობს და შესწავლილ მასალას წარმოადგენს ტესტისა და ზეპირი პრეზენტაციის სახით. 

კონტაქტი

 

+995 32 2 14 68 42 | +995 599 18 11 99


თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6


contact@oneworld.ge