+995 32 2 14 68 42

  • უცხო ენები
  • რუსული

რუსული ენის კურსი


განკუთვნილია მათთვის, ვისაც რუსული ენის სწრაფად შესწავლა ან დონის ამაღლება სურს.
სტუდენტები მიიღებიან ტესტირების საფუძველზე.
სწავლება მიმდინარეობს ყველა დონეზე. გამოიყენება ცენტრში ადაპტირებული  სწავლების თანამედროვე (ინტერაქტიური) მეთოდი, რომელიც მსმენელების მაქსიმალურად ჩართულობის საშუალებას იძლევა.
რუსული ენის  კურსი არ არის საშინაო დავალებაზე ორიენტირებული, მიზნად ისახავს  კომუნიკაციის, საუბრის, კითხვის, წერის, მოსმენის, მართლწერის უნარის გაუმჯობესებას.

კურსს უძღვება ოლღა ჯაფარიდი - რუსული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული მასწავლებელი, თარჯიმანი.  საქართველოს მოქალაქე, განათლება მიღებული აქვს თბილისში. გამოირჩევა რუსული ენის ზედმიწევნით კარგი ცოდნით, მიზანდასხულობით, პუნქტუალურობით. მისი მოსწავლეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ყოველი ახალი მასალის დაძლევისას უმჯობესდება მათი დონე. ოლღას გაკვეთილები საინტერესო და ხალისიანია.
კურსის დასრულებისას, ტესტირების საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი.

გაკვეთილები  ტარდება კვირაში 2– ჯერ, გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,5 საათი;
თითოეული დონის ხანგრძლივობა 3 თვეა;
სტუდენტთა რაოდენობა ჯგუფში – 5-6

ფასი - 90 ლარი თვეში

 

კურსდამთავრებულები

 

კონტაქტი

 

+995 32 2 14 68 42 | +995 599 18 11 99


თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6


contact@oneworld.ge