+995 32 2 14 68 42

  • პროფესიული განათლება
  • ბიზნეს ტრენინგები
  • პიარმენეჯმენტი

პიარმენეჯმენტი

ინტეგრირებული კურსი საზოგადოებასთან ურთიერთობა ( PR) და ინტერნეტ მარკეტინგი(Internet Marketing)

კურსი მოიცავს თეორიას 50% და პრაქტიკას 50%.

კურსის მიზანია, პიარ-მენეჯმენტის, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების უნარის სისტემის საფუძვლების სწავლება, თანამედროევე პიარ - ტექნოლოგიების, ბრენდის ფორმირების ზოგადი მექანიზმების გაცნობა და პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდება, რომელიც დაეხმარებათ მსმენელებს პიარ-მენეჯერის ფუნქციების წარმატებით შესრულებაში . მსემენელები მიიღებენ უახლეს ცოდნას, გამოცდილებას, მიდგომებს, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს პიარის სფეროში.
ასევე მსმენელები გაეცნოებიან ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თემას მარკეტინგი ინტერნეტის საშუალებით!
პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვა ინტერნეტით.

სწავლების მიზანი:

** საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროს ეფექტიანი მართვა კონკურენტულ გარემოში ობიექტის (პროდუქტი, ბრენდი, მომსახურება, ორგანიზაცია, პერსონა ან ადამიანთა ჯგუფი) პოზიტიური (იდეალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი) ხატების შემუშავებისა და ჩანერგვის ერთიანი ტექნოლოგიების სისტემის მეოხებით;
** ობიექტისათვის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარე და მყუდრო შიდა კორპორატიული გარემოს შექმნის ტექნოლოგიების დაუფლება;
** ობიექტსა და საზოგადოებას შორის ურთიერთხელსაყრელი, ჰარმონიული ურთიერთობების დასამყარებლად მმართველობითი საქმიანობის განხორციელება;
** დაინტერესებული აუდიტორიების, ინსტიტუტების, ორგანიზაციების განსაზღვრა და მოძიება, მათთან კავშირებისა და კონტაქტების დამყარება, მათი ინტერესებისა და მოლოდინის გაცნობიერება და მათთვის შესაბამისი PR პროგრამებისა და აქციების შემუშავება.

კურსის თემატიკა:

• PR-ის ზოგადი მიმოხილვა
• ეფექტური ინტეგრირებული მარკეტინგული გეგმის შემუშავება;
• ბრენდინგი
• ბრენდის პოზიციონირება
• პიარ კამპანიის დაგეგმვა, განხორციელება, ბიუჯეტირება.
• ინტერნეტ მარკეტინგი და PR;
• სოციალური მედია
• მომხმარებელთან ურთიერთობის პრინციპები
• კრეატივი და რეკლამა
• გაყიდვები
• ორგანიზაციული კულტურა;
• კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
• კვლევები;
• პრ სტრატეგია;
• იმიჯი, იმიჯის შექმნა;
• სოციალური პასუხისმგებლობა იმიჯის ამაღლების სამსახურში;
• კრიზისული პიარის მართვა;
• ეფექტური კომუნიკაცია;
• ღონისძიებების ორგანიზება.


ინტერნეტ მარკეტინგი:

„ინტერნეტ მარკეტინგი“ მოიცავს ინტერნეტ მარკეტინგის ძირითად დისციპლინებს, როგორებიცაა:

• იმეილ მარკეტინგი ,
• სოციალური ქსელების მარკეტინგი ,
• ვებსაიტის განვითარება ,
• საძიებო სისტემების მარკეტინგი (SEO/SEM)
• ინტერნეტ ანალიტიკა .
• მოკლევადიანი მარკეტინგული სტრატეგია
• გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგია
• ბლოგი
• ფორუმი

კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირა ( 24 საათი)
კურსის განრიგი: თქვენთვის სასურველი დრო (ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით)
ლექციების ჩატარების დრო: 19:00-21:00

სწავლის საფასური: 250 ლარი
კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.



 
 
ასევე გთავაზობთ კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დისტანციური სწავლების  საერთაშორისო სადიპლომო პროგრამას:
Advertising and Public Relation - კურსის დამთავრების შემდეგ, გამოცდის საფუძველზე, გაიცემა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომი (მოითხოვება ინგლისური ენის მაღალი საშუალო დონე B2)

კონტაქტი

 

+995 32 2 14 68 42 | +995 599 18 11 99


თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6


contact@oneworld.ge