+995 32 2 14 68 42

  • პროფესიული განათლება
  • ბიზნეს ტრენინგები
  • ვებ პროექტის მენეჯმენტი

ვებპროექტის მენეჯმენტი

ვებპროექტის დაგეგმვისა და მართვის (ვებპროექტის მენეჯმენტი) + ტექსტის შექმნის ხელოვნების ტრენინგი.

თანამედროვე სამყარო ითხოვს ისეთ მენეჯერებს, რომელთაც შეუძლიათ სრულფასოვნად დაგეგმონ და აკონტროლონ ვებგვერდის შესრულების პროცესი, მაგრამ მენეჯრს საამისო საბაზისო ცოდნა თუ არ გააჩნია, როგორ უნდა წარმოადგინოს ამა თუ იმ კომპანიის იმიჯი ვებსივრცეში, სამწუხაროდ, ვიღებთ იმ სურათს, რაც დღეს ქართული ინტერნეტ ბაზრის რეალობას წარმოადგენს.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული კურსი მსმენელებს საშუალებას მისცემს, პირველ რიგში, სწორად გაიაზროს თუ რატომ სჭირდება პროფესიონალურად შესრულებული ვებგვერდი და ინტერნეტაქტივობა ნებისმიერი ტიპის ბიზნესსა თუ საქმიანობას.

კურსის მსმენელები ასევე შეძლებენ ზუსტად განსაზღვრონ, რა ტიპის იმიჯი სჭირდება ამა თუ იმ კომპანიას ინტერნეტ სივრცეში.
რის შემდეგაც ისინი შეძლებენ ამ იმიჯის რეალობად გარდაქმნას, როგორც დიზაინით ,ისე სწორი მოდულების რეალიზაციით.

 კურსის მიზანია:


ვებპროექტების მართვის ეფექტური მეთოდებისა და სისტემური მიდგომების გამოყენებით, პროექტების დაგეგმვის, განხორციელების, კონტროლისა და რეპორტინგის სწავლება.
წარმოდგენა შეუქმნას მსმენელებს თუ როგორ იქმნება კომპანიის იმიჯი ინტერნეტში. ამისათვის რისი ცოდნაა აუცილებელი;
რა დრო სჭირდება სრულფასოვანი ვებგვერდის შექმნას და შემდეგ მის პოპულარიზაციას ინტერნეტ მომხმარებელში.
მსმენელები მიიღებენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას ,არამედ პრაქტიკულად შეასრულებენ რეალური კომაპნიის ვებგვერდის პროექტმენეჯმენტს, რის შემდეგაც ისინი მარტივად შეძლებენ დამოუკიდებლად შექმნან და მართონ, შეავსონ სწორი, საჭირო ინფორმაციით და გაყიდონ ნებისმიერი ვებპროექტი.
მომავალი პროექტმენეჯერები შეისწავლიან პროექტების მართვსს, გუნდის შექმნის, დროის, სტრესისა და კონფლიქტების მართვის, საფასო სტრატეგიების შექმნის, რისკებისა და კრიზისების მართვის მეთოდებს. კურსი მოიცავს თეორიულსა (50%) და პრაქტიკულ (50%) ნაწილს. პრაქტიკულ ნაწილში მსმენელები რეალურად არსებულ პროექტს - დაგეგმავენ, შეასრულებენ და მოახდენენ მის პრეზენტაციას.

კურსი განკუთვნილია:


მათთვის, ვისაც სურს გაერკვიოს თანამედროვე ტექნოლოგიებში;
ასევე მათთვის, ვინც აპირებს შექმნას თავისი კომპანიის ვებგვერდი ან იმიჯი ინტერნეტში,;
მათთვის ვინც ფიქრობს რომ სამომავლოდ მისი საქიანობა აუცილებლად რაღაც დოზით იქნება დამქირავებელი კოპანიის ვებგვერდის მართვასა და განვითარებასთან დაკავშირებული.
და ასევე მათთვის ვინც უკვე მუშაობს ვებ საიტის შექმნაზე და სურს უკეთ შეძლოს მისი განვითარების უკეთ დაგეგმა და შესრულება.


კურსის მსვლელობისას მსმენელები გაეცნობიან:

1. პროექტმენეჯერის ზოგად თვისებებს;
2; პროექტმენეჯერის სამუშაოს ფუნქციურ აღწერას;
3. დამკვეთთან ურთიერთობის თავისებურებებს, რათა სწორად დაგეგმონ პროექტი
4. პროექტის დაწერისთვის აუცილებელი კითხვარის შედგენა - შევსებას;
5. პროექტის შესრულებისთვის პროექტის ამოცანის სრულფასოვან წერას;
5. ვებპროექტის შექმნისთვის საჭირო კონტაქტების დამყარებასა და მოძიებას;
7. ჰოსტინგისა და დომენის არსს;
8. ვებპროექტის შემსრულებლებთან ურთიერთობის დეტალებს;
9. რა უნდა ღირდეს ამა თუ იმ ტიპის ვებ პროექტი და მისი შეფასების პრონციპი;
10. დიზაინერთან მუშაობის პრონციპს;
11. ნებისმიერი სამართავი პანელის მართვას;
12. როგორი სამართავი პანელი სჭირდება ამა თუ იმ ტიპის ვებპროექტს.
13. დამკვეთისა და შემსრულებლების უფლებებსა და მოვალეობებს;
14. ვებპროექტის ტესტირებას;
15. ინფორმაციის სწორი განთავსებას;
16. ვებპროექტის ონლაინში ჩაშვების თავისებურებებს;
17. კოპირაიტინგი - ტექსტის შექმნისა და რედაქტირების ხელოვნება

კომპანიის საქმიანობისა და იმიჯის ერთ-ერთი მნიშვნელოვანს აპსექტს, ასევ ვთქვათ, სავიზიტო ბარათს, წარმოადგენს ვებგევრდი და მასზე განთავსებული, მიზნობრივად სწორად შედგენილი და ჩამოყალიბებული, სტილისტურად, გრამატიკულად და აზრობრივარდ გამართული ტექსტები. ვებგევრდი, რომელიც დიზაინის, პროექტისა და ფუნქციების მიხედვით მაღალი სტანდარტებს მიეკუთვნება, მაგრამ მასზე განთავსებული ტექსტი მომხმარებელს არათუ სწორ წარმოადგენას უქმნის, არამედ აბნევს კიდეც. იქმნება კომპანიისადმი არასანდოობის წარმოდგენა:" ეს კომპანია თუ საკუთარ ვებგვერდზე ვერ გადმოსცემს ზუსტად რასაც წარმოადგენს და საქმიანობს, როგორ შეგვიქმნის ჩვენ დაპირებული მომსახურებების კომფორტს?"
ამისათვის, ნებისმიერ პროექტმენეჯერს უნდა ჰქონდეს კლიენტისთვის საჭირო ტექსტის შექმნის, რედაქტირებისა და შეთავაზების შესაძლებლობა.

კოპირაიტინგის კურში ისწავლება:


თუ როგორ შევქმნათ საიმიჯო, სარეკლამო თუ საინფორმაციო ტექსტი, რომელიც იქნება:
სწორად პერიფრაზირებული და ფორმულირებული;
სადა;
კონკრეტული;
ენერგიული;
სათქმელი მკითხველამდე სწორად იქნება მიტანილი ;
ზუსტად ექნება შერჩეული სტილი და ტონალობა შინაარსისა და დანიშნულების მიხედვით;
თუ როგორ დაიწეროს კლიენტისთვის მნიშვნელოვანი და კლიენტის მომხმარებლისთვის საინტერესო ტექსტი;
როგორ დაწეროთ გასაგები, დინამიური და საჭირო ტექსტები ინფორმაციულ სტილში;
თუ რომელი სტილია საჭირო ტექსტის რედაქტირებისას: ინფორმაციული, სარეკლამო თუ მხატვრული.

ტექსტის შექმნისა და რედაქტირების ხელოვნების კურსის გავლის შემდეგ, თქვენ შეძლებთ:

ინფორმაციული სტილის ტექსტად დაწეროთ თვით მონაყოლი ამბავიც კი, აქციოთ იგი სტატიად, განცხადებად, ბრძანებად და სხვა...
სტილისტურად გაასწოროთ მხატვრული ტექსტი ისე, რომ ავტორისეული თხრობის მანერა და მწერლის ენის სტილისტური ნიშნები უცვლელი დარჩეს...

ტრენინგს გაუძღვებიან ტრენერები:

ძირითადი ნაწილი ირა მელიმონაძე ვებ სტუდია www.Lemons.ge დამფუძნებელი


კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირა ( 24 საათი)
კურსის განრიგი: თქვენთვის სასურველი დრო (ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით)
ლექციების ჩატარების დრო: 19:00-21:00

სწავლის საფასური: 200 ლარი
კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

წარმატებული კურსდამთავრებულები დასაქმდებიან სხვადასხვა კომპანიებში.

კონტაქტი

 

+995 32 2 14 68 42 | +995 599 18 11 99


თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6


contact@oneworld.ge