support@oneworld.ge 

+995 32 2 14 68 42

    10 მიზეზი - რატომ უნდა ვისწავლოთ უცხოეთში

    Rate this item
    (7 votes)

     

    თითქმის ყველა სტუდენტის სურვილია უცხოეთში სწავლა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარი ტრამპლინი მათ კარიერაში;

    ბევრი თვლის, რომ გზა წარმატებისაკენ უცხოეთში სწავლაზე გადის. ეს არის გამოცდილება, რომელიც გეხმარება შენს სფეროში საკუთარი თავის პოვნაში.

    საზღვარგარეთ სწავლა, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებაა ბევრისათვის. არა ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტები, რომლებთაც უცხოეთში სწავლის გამოცდილება აქვთ, სხვებისგან გამოირჩევიან მეტი კრიტიკული აზროვნებით, მიზანსწრაფულობით  და წარმატების მიღწევის გაძლიერებული სურვილით.

    არსებობს არა ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლოთ უცხოეთში. და არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა.

    განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მხრივ იმ სტუდენტების რჩევები და შთაბეჭდილებები, რომლებსაც აქვთ უცხოეთში სწავლისა და ცხოვრების გამოცდილება.

    ყოველი მათგანი ერთხმად აღნიშნავს, რომ ეს არის საუკეთესო ეტაპი მათ ცხოვრებაში. შესაძლებლობა, რომ იმუშაო საკუთარ თავზე და განვითარდე;

    უცხოეთში სწავლა თქვენ გეხმარებათ:

    1. უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი და გახდეთ დამოუკიდებელი;
    2. უფრო მეტად თავდაჯერებული, საკუთარ თავში და შესაძლებლობებში დარწმუნებული;
    3. შეისწავლოთ უცხო ენა;
    4. გაიფართოვოთ თქვენი მსოფლმხედველობა;
    5. გაიუმჯობესოთ კომუნიკაციის, ადაპტაციისა და გუნდური მუშაობის უნარები;
    6. გააუმჯობესოთ თქვენი კარიერული შესაძლებლობები;
    7. შეისწავლოთ უცხო ქვეყნის კულტურა;
    8. შეიძინოთ მეგობრები სხვადასხვა ქვეყნებიდან;
    9. იმოგზაუროთ;
    10. გააცნოთ სხვებს თქვენი ქვეყანა;

    არაფერია შეუძლებელი, მთავარია სურვილი, მოტივაცია და მონდომება, რომ აიხდინო ოცნება და  გადადგათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენს ცხოვრებაში.

    ჩაიფიქრე, დაგეგმე და განახორციელე !!!

     

     

    Read 71279 times Last modified on ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 14:07

    21 comments

    Leave a comment

    Make sure you enter the (*) required information where indicated. HTML code is not allowed.