support@oneworld.ge 

+995 32 2 14 68 42

    რატომ არის უცხო ენის შესწავლა დღესაც აქტუალური

    Rate this item
    (3 votes)

     

    შესაძლოა ბევრი გსმენიათ უცხო ენის შესწავლის დადებით მხარეებზე, რომ  დამატებითი ენის ცოდნა კარგია თქვენი პროფესიონალიზმისათვის, დაგეხმარებათ მოგზაურობისას. თუმცა ბევრი თვლის, რომ რამდენიმე ენის ცოდნა დღეს აღარ წარმოადგენს საჭიროებას.

    სულ უფრო იმატებს ინგლისური ენის მცოდნე ადამიანთა რიცხვი. ინგლისური  ხომ ფართოდ გავრცელებული ენაა მსოფლიოში. დაახლოებით 1.5 მილიარდი ადამიანი საუბრობს ინგლისურ ენაზე მსოფლიოს მასშტაბით.

    მაგრამ, რატომ უნდა შეზღუდოთ საკუთარი თავი? რას იტყვით 5.5 მილიარდ ადამიანზე, რომლებიც არ საუბრობენ ინგლისურ ენაზე? მუდმივად მზარდი საერთაშორისო ვაჭრობისა თუ ტურიზმის სფეროში, შესაძლოა პირისპირ აღმოჩნდეთ პარტნიორთან საქმიან შეხვედრაზე, რომელიც არ საუბრობს ინგლისურად. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე მიზეზი, რაც დაგარწმუნებთ უცხო ენის შესწავლის მიზანშეწონილობაში.

    • მოგზაურობა - მოგზაურობისას შესაძლოა არ შეგექმნათ პრობლემები ენასთან დაკავშირებით, რადგან სადაც არ უნდა წახვიდეთ, მეტ-ნაკლებად ყველა ფლობს ინგლისურ ენას. თუმცა ადგილობრივებს მოსწონთ, როცა მათ მშობლიურ ენაზე ესაუბრებით. თანაც რამდენიმე ფრაზის ცოდნაც კი დაგეხმარებათ მათი კეთილგანწყობის მოპოვებაში.
    • უცხო კულტურის შესწავლა - ქვეყნის სახელმწიფო ენა და კულტურა ძალიან არის დაკავშირებული ერთმანეთთან. თუ გსურთ გაეცნოთ ჩინურ ან ინდურ კულტურას, თქვენ უნდა შეისწავლოთ ჰინდი, Mandarin-ი. რასაკვირველია სხვაგვარადაც არის შესაძლებელი ამა თუ იმ კულტურის შესწავლა, თუმცა ენის ცოდნა დაგეხმარებათ მიზნის უკეთ მიღწევაში.
    • your work - გლობალიზაციის პირობებში სულ უფრო იზრდება შანსი, რომ თანამშრომლობა მოგიწიოთ ინგლისური ენის არ მცოდნე პირებთან, იქნება ეს ინდოეთის, ჩინეთის ან თუნდაც გერმანიის წარმომადგენელი. შეისწავლეთ დამატებითი ენა და გახდით უფრო კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე.
    Read 70890 times Last modified on ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 14:11

    Leave a comment

    Make sure you enter the (*) required information where indicated. HTML code is not allowed.