support@oneworld.ge 

+995 32 2 14 68 42

Blog

Au Pair - გერმანია

 
 
Au Pair პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც უყვარს ბავშვებზე ზრუნვა, სურს გაიუმჯობესოს გერმანული ენის ცოდნის დონე და გაითავისოს გერმანული ოჯახის ყოველდღიური ცხოვრება.
 
Au Pair იცხოვრებს მასპინძელ ოჯახთან ერთად და მონაწილეობას მიიღებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. გერმანელები Au Pair - ის როლს ოჯახში აიგივებენ უფროსი დის ან ძმის როლთან. Au Pair ეხმარება ოჯახს შვილებზე ზრუნვაში და სახლის ყოველდღიურ, მსუბუქ საქმეებში. ამის სანაცვლოდ, მასპინძლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ Au Pair - მა თავი იგრძნოს მათი ოჯახის წევრად, მათთან ერთად მიიღოს მონაწილეობა სახალისო ოჯახურ აქტივობებში, სრულფასოვნად შეიგძნოს გერმანული კულტურა და მაქსიმალურად სასარგებლო გახადოს ევროპაში ცხოვრების პერიოდი.
 
 
პროგრამის დეტალები:
  • ხანგრძლივობა - 12 თვე
  • განთავსება გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში ქვეყნის მასშტაბით (მაგალითად: Köln, Hamburg, Berlin, München, Stuttgart, Frankfurt, etc.)
  • გერმანული ენის კურსი
  • განთავსება კეთილმოწყობილ სახლში, სრულად მოწყობილ ოთახში. (Single Room)
  • სამჯერადი კვება
  • ტრანსპორტის ხარჯების ანაზღაურება
  • თვეში 260 ევრო პირადი ხარჯებისთვის
  • კვირაში 1,5 დღე დასვენება
მოვალეობები:
  • ბავშვების მოვლა - ასაკის მიხედვით: კვება, ბანაობა, გამოცვლა, თამაში, კითხვა, გასეირნება, სკოლაში/ბაღში წაყვანა, ბავშვებისთვის საჭმლის მომზადება და სხვა.
  • სახლის საქმეები - ყოველდღიური საქმეები, უმეტესად ბავშვებთან დაკავშირებული (ბავშვის ოთახის დალაგება, ბავშვის სარეცხის რეცხვა, მარტივი საკვების მომზადება).
  • სამუშაო დრო განისაზღვრება კვირაში 30 საათით, მაქსიმუმ 6 საათი დღეში. 
 
მოთხოვნები:
  • ასაკი - 18-დან 27 წლამდე
  • გერმანული ენის A1 დონეზე ცოდნა. მიიღება მხოლოდ One World - ის ან სხვა საერთაშორისო სერტიფიკატები.*
  • ბავშვების სიყვარული და მათზე ზრუნვის გამოცდილება
  • აპლიკანტს არ უნდა ყავდეს შვილი
  •  მინიმუმ საშუალო განათლება
  • ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა
  • მზაობა განსხვავებული მენტალიტეტის ოჯახთან ერთად ცხოვრებისთვის
  • არ უნდა ქონდეს პრეფერენციები რეგიონებზე. (აპლიკანტი ვერ ირჩევს გერმანიის ქალაქს, სააგენტო წყვეტს რომელ ქალაქში უნდა განაწილდეს სტუდენტი)

*იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტმა არ იცის გერმანული, ჩავუტარებთ გერმანულის ინტენსიურ კურსს.
გერმანულის A1 და A2 დონეზე ცოდნის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა იცოდეს ინგლისური მინიმუმ B2 დონეზე.

საჭირო დოკუმენტები:

  • ონლაინ აპლიკაცია
  • სამოტივაციო წერილი
  • 6-12 ფოტო, სხვადასხვა გარემოში გადაღებული
  • ბავშვის მოვლის დამადასტურებელი 2 სარეკომენდაციო წერილი
  • ექიმის ცნობა (შაბლონი აპლიკაციაშია )
  • გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მხოლოდ One World - ის ან სხვა საერთაშორისო სერტიფიკატები)
  • პასპორტი
  • მართვის მოწმობა (არ არის სავალდებულო)
  • კონტრაქტი (შერჩევის შემდეგ)
 
პროცესი: 
პროცესს ვუძღვებით ჩვენ, აპლიკანტი წარმოადგენს საბუთებს მოთხოვნისამებრ
რეკომენდირებულია პროცესის დაწყება გამგზავრების სასურველი პერიოდამდე 2-4 თვით ადრე.
 
1. პირველადი რეგისტრაცია - დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდით ქვევით ღილაკზე დაჭერით
2. პირველადი ინტერვიუ - თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და მზად ხართ, დავნიშავთ გასაუბრებას One World-ის წარმომადგენელთან.
3. აპლიკაციისთვის საჭირო საბუთების მომზადება და ონლაინ აპლიკაციის შევსება 
4. აპლიკაციის დადასტურება ჩვენი პარნტიორი სააგენტოს მიერ. 
5. ოჯახის მიერ აპლიკანტის შერჩევა
6. აპლიკანტის მიერ ოჯახის დადასტურება 
7. სკაიპით/ტელეფონით ინტერვიუ ოჯახთან
8. კონტრაქტის ხელმოწერა და ვიზისთვის საჭირო საბუთების მიღება
9. სავიზო პროცედურის დაწყება
 
პროგრამის ორგანიზატორი ჩვენი პარტნიორი კომპანია არის საერთაშორისო ორგანიზაციის IAPA - ს წევრი. ფლობს RAL ხარისხის სერტიფიკატს და არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სააგენტო გერმანიაში. მხოლოდ შარშან მათი დახმარებით 10,000 სტუდენტი გაემგზავრა გერმანიაში.
მასპინძელი ოჯახები არის შერჩეული ზედმიწევნით კარგად, ყველა მნიშვნელოვანი ასპექტის გათვალისწინებით.
ჩვენი პარტნიორები Au Pair-ებს გაუწევენ დახმარებას მათი გერმანიაში ყოფნის მთელ პერიოდში.
ყველა ჩვენს გაგზავნილ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს მათ მიერ ორგანიზებულ Au Pair ების შეხვედრებში, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში. 
 
აპლიკაციის ღირებულება: 250 ევრო
მოიცავს აპლიკაციისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას და სავიზო პროცედურაში დამხარებას. 
 
 
 
 

სასტუმროს სტატეგიული საკონსულტაციო მომსახურება

 ჩვენი სასტუმრო ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი დაგეხმარებათ როგორც მოქმედი, ასევე კონცეფციის ეტაპზე მყოფი სასტუმროს გამართვაში.

საკონსულტაციო მომსახურება ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით:

  • სასტუმროს კონცეფციის შემუშავება
  • ბიზნეს გეგმის მომზადება
  • გახსნის ღონისძიების ორგანიზება
  • მომსახურების ხარისხის სტანდარტის დანერგვა
  • გაყიდვები და მარკეტინგი
  • პერსონალის შერჩევა და გადამზადება

 

წარმატებული სტუდენტები

წარმატების ისტორიები და ჩვენი კურსდამთავრებულების შთაბეჭდილებები:

 

 

 

 

 

 

 

ანაზღაურებადი სტაჟირება გერმანიის სასტუმროებში

 

გერმანიის სტუმარ-მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენი სასტუმროს მართვის კურსის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გაემგზავრონ ანაზღაურებად პრაქტიკაზე გერმანიაში. 

სტუდენტები გაივლიან სამ თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გერმანიის საკურორტო ქალაქების სხვადასხვა სასტუმროებში. სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიუმჯობესონ პროფესიული უნარები, გაიცნონ გერმანული კულტურა, გაიუმჯობესონ გერმანული ენის ცოდნის დონე.

დასაქმების სფეროები:

  • მიმღებ-რეცეფციონისტი
  • სამზარეულო: მზარეულის ასისტენტი
  • რესტორანი: მიმტანი
  • საკონფერენციო დარბაზები: მიმტანი, გამფორმებელი
  • დასუფთავების (housekeeping) თანამშრომელი


ჩვენი სტუდენტების პროგრამაში მონაწილეობა არის სრულიად უფასო. პრაქტიკის ხანგრძლივობა: 90 დღე.


პროგრამა მოიცავს:

  • პრაქტიკას საკურორტო სასტუმროში -  5 დღე კვირაში, 8 საათიანი სამუშაო დღე. დასვენება კვირაში ორი დღე.
  • სამჯერად კვებას
  • განთავსებას სასტუმროში
  • ანაზღაურებას: თვეში მინ. 550 ევრო (გერმანულის ცოდნის მიხედვით: A1 - 550 ევრო, A2 - 650 ევრო, B1- 800 ევრო; B2, C1 თვეში დაახლოებით 1000 ევრო)
  • 200 ევრო ერთჯერადად მგზავრობის ხარჯებისთვის
    სტუდენტები გაემგზავრებიან გერმანიაში უვიზო მიმოსვლის ფარგლებში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • სასტუმროს მართვის კურსის კურსდამთავრებულის სტატუსი
    იმისთვის, რომ კანდიდატი გაემგზავროს გერმანიაში საწარმოო პრაქტიკაზე, უნდა გაიაროს სასტუმროს მართვის თეორიული და პრაქტიკული კურსი. კურსის ღირებულება - 1750 ლარი
  • უცხო ენები: მინ - A1 დონეზე გერმანული; სასურველია ინგლისური ენის ფლობაც.
    თუ კანდიდატი არ ფლობს უცხო ენებს მოთხოვნილი დონის შესაბამისად, კურსის პარალელურად შესაძლებელია One World-ის გერმანული ენის თვენახევრიანი ინტენსიური კურსის გავლა.  
  • მოტივაცია

 

მიღება ხდება გასაუბრების საფუძველზე.
რეგისტრაცია და დეტალური ინფორმაცია: სასტუმროს მართვის კურსი და სტაჟირება

 




გალერეა

 

 
 

 
 

 
 

 
 
 

დისტანციური სადიპლომო პროგრამები

მასპინძლობის და ტურიზმის დარგში ადგილობრივ ტრენინგებთან ერთად გთავაზობთ ჩვენი ექსკლუზიორი პარტნიორის, კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დისტანციური სწავლების საერთაშორისო სადიპლომო პროგრამებს:

1. Hotel Operations & Management - Level 4

პროგრამის ღირებულება
მხოლოდ დისტანციური პროგრამა: 1500 ლარი
Dual Award Option: ადგილობრივ კურსთან და სტაჟირებასთან ერთად - 2450 ლარი
სტაჟირება სასტუმროებში: 
Tbilisi Marriott 
Courtyard Marriott Tbilisi 
The Biltmore Hotel Tbilisi 
Hotel Ambassadori Tbilisi 
Hotels & Preference Hualing Tbilisi

Hilton Batumi 
Sheraton Batumi
IOTA HOTEL TBILISI


2. Tourism & Travel Management -
Level 4

პროგრამის ღირებულება
მხოლოდ დისტანციური პროგრამა: 1500 ლარი
სტაჟირებასთან ერთად: 1700 ლარი
სტაჟირება პარტნიორ ტურისტულ კომპანიაში Discover Georgia

3. Event Management for Tourism, Business & Sport Level 7

პროგრამის ღირებულება: 1800 ლარი

კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომები შეესაბამება ბრიტანეთის განათლების სისტემის (British National Qualification Framework) დონეებს. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ აპლიკანტი იღებს მეოთხე საფეხურის Level 4 ბრიტანულ დიპლომს.

კემბრიჯის საერთაშორსიო კოლეჯის შესახებ სრულ ინფორმაციას ნახავთ აქ: კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის სადიპლომო დისტანციური სწავლების პროგრამები

პროგრამების მიმდინარეობა და ვადები:
დისტანციური ფორმით:
რეგისტრაცია (1 სამუშაო დღე) ➡️ სახელმძღვანელოს ჩამოტანა (3 კვირა) ➡️ სწავლის პროცესი (მაქს. 1 წელი) ➡️ გამოცდის ჩაბარება (დაწყებიდან მინ. 3 ან მაქს. 12 თვეში) ➡️ დიპლომის მიღება ბრიტანეთიდან (3 კვირა)
კურსთან და სტაჟირებასთან ერთად: სასტუმროს მართვის კურსის და სტაჟირების ხანგრძლივობაა 2 თვე. ტურისტულში სტაჟირება გრძელდება 1 თვე.

❗️მოითხოვება ინგლისური ენის ცოდნის მინიმუმ საშუალო (Intermediate) დონე
✔️ყველა პროგრამაზე მოქმედებს 0%-იანი განვადება