გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები
1. TOEFL, IELTS
IELTS და TOEFL მოსამზადებელ კურსზე დაიშვებიან სტუდენტები, ვისაც უკვე აქვს ინგლისური ენის B2 დონე. კურსის მსვლელობისას მუშავდება ყველა ასპექტი მოსმენა, კითხვა, ესსეს წერა, საუბარი.
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე, კვირაში 2ჯერ
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1,5 საათი
ჯგუფში 4-5 სტუდენტი: 200 ლარი თვეში
კურსს უძღვება: James Fern, ავსტრალია - განათლება: Linguistics MA, The University of New England UNE, TESOL 120 hour certificate; სამუშაო გამოცდილება: ინგლისური ენის სწავლების 11 წლიანი გამოცდილება - IELTS, Business, Aviation and Medical English. Director of Studies - British Academic Centre Krasnodar, Russia; Teacher trainer - McMillan publishing Uzbekistan.
IELTS - The International English Language Testing System
შემუშავებულია კემბრიჯის უნივერსიტეტის, ბრიტანეთის საბჭოს, ავსტრალიის უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუციების მიერ. IELTS აღიარებულია მსოფლიოს 6000-ზე მეტი ორგანიზაციის, უნივერსიტეტების, საემიგრაციო დეპარტამენტების, სამთავრობო სააგენტოების, პროფესიული დაწესებულებებისა და საერთაშორისო კომპანიების მიერ.
ტესტს გააჩნია 2 ფორმატი: აკადემიური და ზოგადი. აკადემიური ფორმატის ტესტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ, ინგლისურენოვან ქვეყანაში სწავლა აქვს გადაწყვეტილი . ზოგადი ფორმატის ტესტს კი აბარებენ ისინი, ვინც ემიგრაციაში წასვლას ან მუშაობას აპირებს.
ტესტი შედგება ოთხი ნაწილისაგან: მოსმენა (30 წუთი), კითხვა (60 წუთი), წერა (60 წუთი) და საუბარი (11-14 წუთი). ტესტის მთლიანი ხანგრძლივობაა 2 საათი და 45 წუთი. საუბრის ნაწილი ტარდება ცალკე, კითხვის, წერის და მოსმენის სეგმენტების ჩაბარებამდე ან შემდეგ.
სერტიფიკატი ღირებულია 2 წლის განმავლობაში
TOEFL - Test of English as a Foreign Language
ტესტი შემუშავებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას აღიარებს მსოფლიოს 160 ქვეყნის 9000 საგანმანათლებლო ინსტიტუცია. ტესტის ფორმატი სავადასხვაა. საქართველოში ბარდება მხოლოდ IBT TOEFL ანუ გამოცდა ბარდება ინტერნეტის საშუალებით.
ტესტი შედგება ოთხი ნაწილისაგან: მოსმენა (60 წუთი), კითხვა (60 წუთი), წერა (50 წუთი) და საუბარი (20 წუთი). შესვენება 10 წუთი
ფასდება თითოეული ასპექტი. მაქსიმალური ქულა – 120. უმეტესი უნივერსიტეტი ითხოვს 79 დან 100 ქულამდე.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება წერით სეგმენტში მიღებულ ქულას.
სერტიფიკატი ღირებულია 1 წლის განმავლობაში
1. FCE
FCE – First Certificate in English
ადასტურებს ინგლისური ენის მაღალ საშუალო დონეს, აღიარებულია 2500 საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. FCE სერტიფიკატი მოითხოვება ადგილობრივ უნივერსიტეტებში მაგისტრატურისა და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის დროს. გამოცდა შედგება 5 ნაწილისაგან : კითხვა, წერა, მოსმენა, საუბარი, ინგლისურის გამოყენება სხვადასხვა სიტუაციებში.
სერტიფიკატი მუდმივია.
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე, კვირაში 2ჯერ
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1,5 საათი
ფასი: 180 ლარი თვეში
ჯგუფში 3-4 სტუდენტი