support@oneworld.ge 

+995 32 2 14 68 42

მომსახურების შესახებ

 

ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი, შოტლანდია, ირლანდია, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, მალტა, ჩეხეთი, პოლონეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, ხორვატია, უნგრეთი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, დანია, გერმანია, ავსტრია, ავსტრალია, იაპონია, კვიპროსი, პორტუგალია, თურქეთი, ჩინეთი, მალაიზია, სამხრეთ კორეა.

დარგები: უცხო ენები, ბიზნეს ადმინისტრირება, მარკეტინგი, ფინანსური მენეჯმენტი, სპორტის მენეჯმენტი, ჯანდაცვის მენეჯმენტი, ტურიზმი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ლოჯისტიკა, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა, სამართალი, ხელოვნება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მრავალი სხვა

  • საზღვარგარეთ სწავლა წამყვან უნივერსიტეტებში - საბაკალავრო, წინასამაგისტრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე
  • საზღვარგარეთ სწავლა პროფესიულ კურსებზე - მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამები ბიზნესის, ხელოვნების, სამართლის და სხვა დარგებში,
  • სტაჟირებები
  • ენის შემსწავლელი კურსები საზღვარგარეთ - მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამები (ინგლისური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, იტალიური, ჩეხური, იაპონური და სხვა)
  • ზაფხულის და ზამთრის სკოლები
  • საშუალო სკოლები

 

ჩვენ შეგირჩევთ კოლეჯებს, უნივერსიტეტებს, პროგრამებს, კურსებს, თქვენი მიდრეკილების, თქვენი ფინანსური შესაძლებლობის  და სურვილის გათვალისწინებით, გაგიმარტივებთ მიღების მეტად რთულ და შრომატევად პროცესს, თქვენთან ერთად დავგეგმავთ თქვენი განათლების  ყოველ ეტაპს, რაც თავისთავად  თქვენი მომავალი  წარმატებული კარიერის გარანტიაა.

მოკლე კურსებზე მოქმედებს თიბისი ბანკის 24 თვიანი უპროცენტო განვადება.


ჩვენი უპირატესობები:

  • ჩვენ გვაქვს ხელმისაწვდომი სასწავლო პროგრამების ყველაზე დიდი არჩევანი.
  • პარტნიორული ურთიერთობა ბევრ სასწავლო დაწესებულებასთან საზღვარგარეთ, საშუალებას გვაძლევს ჩვენი მომსახურება იყოს უფასო.
  • გვაქვს პრესტიჟული უნივერსიტეტების პროგრამების დიდი არჩევანი
  • ჩვენი პარტნიორი რამდენიმე აღმოსავლეთ ევროპული უნივერსიტეტები ჩვენ მიერ გაგზავნილი სტუდენტებისგან არ ითხოვენ TOEFL-ს და IELTS-ს ქულებს.

 

მომსახურების შესახებ:

1. პარტნიორი სასწავლებლის არჩევისას ჩვენი მომსახურება არის უფასო. 

  • თქვენს სურვილებზე მორგებული სასწავლო დაწესებულების შერჩევა (ღირებულების, რეიტინგის, მდებარეობის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით)
  • საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და კორესპოდენციის წარმოება სასწავლებელთან
  • აპლიკაციის შევსება
  • დახმარება სამოტივაციო წერილის მომზადებაში
  • დახმარება სარეკომენდაციო წერილის მომზადებაში
  • საცხოვრებლის შერჩევა და რეგისტრაცია
  • სავიზო აპლიკაციის შევსება და დოკუმენტაციის მოწესრიგება, ვიზის მისაღებად საჭირო წერილის და ჩარიცხვის ფურცლის ჩამოტანა
  • კონსულტაცია საზღვარგარეთ ცხოვრებასა და სწავლაზე, გასაუბრება ჩვენს ალუმნისთან.
  • დაზღვევა* (დამატებითი ღირებულება)
  • დოკუმენტების თარგმანი* (დამატებითი ღირებულება)
  • საერთაშორისო სიმ ბარათი (დამატებითი ღირებულება)

2. თუ სასწავლებელი არ არის პარტნიორთა ბაზაში, მომსახურება ფასიანია და შეადგენს 650 ლარს. მოიცავს 3 უნივერსიტეტის არჩევას.

3. სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობაში დახმარების დროს მომსახურება ფასიანია და შეადგენს 650 ლარს. მოიცავს 3 სასტიპენდიო პროგრამის ან დაფინანსებული უნივერსიტეტის არჩევას.
იმისთვის, რომ კანდიდატმა შეძლოს ამ მომსახურების მიღება, ის აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა ქონდეს ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (მაგ. TOELF, IELTS)
  • უნდა ქონდეს კარგი აკადემიური მოსწრება და საინტერესო პროფილი (მაღალი GPA, რელევანტური სამუშაო გამოცდილება)
  • სასურველი პროგრამის შესაბამისი განათლება (მაგ. თუ კანდიდატს უნდა სტიპნედიის მოპოვება ბიზნესის დარგში მაგისტრატურაზე, მას უნდა ქონდეს ბაკალავრის დიპლომი ბიზნესის დარგში).

სხვადასხვა ფონდებისგან ფინანსდება ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, მოკლე პროგრამები; უნგრეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, ინგლისში, ლიტვაში, ლატვიაში და ა.შ. 

 

ფასიანი პროგრამების ჩამონათვალი

One World იღებს მონაწილეობას საგანმანათლებლო კონფერენციებში, რაც საშუალებას გვაძლევს ყოველწლიურად გავზარდოთ ჩვენი პარტნიორი სასწავლებლების რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით.

 ICEF Berlin 2017

 

NET Conference 2017

 

 

 NET Conference 2016

 

 

 

კონტაქტი

 

+995 32 2 14 68 42


თბილისი, პ. ქავთარაძის 14ბ, Dream Town Offices


support@oneworld.ge