კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის შესახებ
One World წარმოადგენს კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის ოფიციალურ წარმომდგენელს და საგამოცდო ცენტრს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ცენტრი უფლებამოსილია გააწევრიანოს აპლიკანტი CIC -ში, რაც გულისხმობს აპლიკაციის ფორმის და შერჩეული პროგრამის საფასურის გაგზავნას კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯში, რის საფუძველზე აპლიკანტი იღებს ჩარიცხვის ფურცელს და სახელმძღვანელოებს.
კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯი Cambridge International College CIC უკვე 90 წელია არსებობს. ამ ხნის გამნავლობაში 3 მლნ-მა ადამიანმა გაიარა მათ მიერ მოწოდებული სატრეინინგო პროგრამები. კოლეჯის დამაარსებელი გახლავთ მეცნიერებათა დოქტორი განათლების დარგში (PHD) სტივენ ლოუსონი.
კოლეჯის წარმატება განპირობებულია მეტად მობილური სერვისით და ბრიტანეთის მთავრობის განათლების დეპარტამენტის მიერ აკრედიტირებული პროგრამებით. წლების განმავლობაში თავდადებული მუშაობით კოლეჯმა შეძლო მოეპოვებინა აღიარება როგორც სამშობლოში (დიდი ბრიტანეთი), ასევე მთელს მსოფლიოში.
ბრიტანეთის საბჭო აღიარებს კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის აკრედიტაციას და ასევე კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის საგამოცდო სისტემას.
კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის საერთაშორისო დიპლომებს კატეგორიები მინიჭებული აქვთ დიდი ბრიტანეთის მთავრობის განათლებისა და პროფესიული მომზადების დეპარტამენტის მიერ და უტოლდება დიდ ბრიტანეთში აკრედიტირებულ კოლეჯებსა და უნივერიტეტებში გაცემულ პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებულ დიპლომებს. დიპლომები შეესაბამება ბრიტანეთის განათლების სისტემის British National Framework დონეებს - Level 4, Level 5, Level 6, Level 7, Higher National Diploma (HND) and National Vocational Qualification (NVQ).
CIC დიპლომების მფლობელები უფრო მეტად კონკურენტუნარიანები არიან შრომით ბაზარზე, ასევე მათთვის უფრო ადვილია დაკავებული თანამდებობიდანუფრო მაღალ საფეხურზე გადასვლა და ეძლევათ შანსი მიიღონ სამსახური ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მუშაობს ბრიტანეთის საბჭო. ყოველი აპლიკანტი, რომელიც გაივლის კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის პროგრამებს, რეალურად აიმაღლებს პროფესიულ კვალიფიკაციას შერჩეულ სფეროში ან შეიძენს ახალ პროფესიას იმის და მიუხედავად, თუ რა სფეროში აქვს მას განათლება მიღებული.
One World ცენტრის მუშაობის პრაქტიკაში მრავლადაა შემთხვევები, როდესაც მაგალითად, ფილოლოგმა შეიცვალა პროფესია და დიპლომის მოპოვების შემდეგ დაიწყო მუშაობა როგორც კადრების მენეჯერმა. ასევე, მათემატიკოსმა დაიწყო მუშაობა მარკეტინგის მენეჯერად.
კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის შეფასების შკალა:
Explanation of Pass Grades
50% to 59% - Pass
60% to 64% - High Pass
65% to 74% - Merit
75% to 84% - High Merit
85% to 94% - Distinction
95% to 100% - High Distinction