საზაფხულო ინტენსიური კურსი
1. Semi-Intensive ზოგადი ინგლისური ონლაინ
მიზნობრივი აუდიტორია: საზაფხულო ინტენსიური კურსი ინგლისურ ენაში განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს უმოკლეს დროში აიმაღლოს ცოდნის დონე და გაიუმჯობესოს საკომუნიკაციო უნარები.
შეისწავლება ინგლისური ენის ყველა ასპექტი: მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა, გრამატიკა. გამოიყენება სახელმძღვანელო Solutions, აუდიო/ვიდეო მასალა, სხვადასხვა დამატებითი მასალა.
საზაფხულო ინტენსიური კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები მიიღებენ One World-ის დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
სამუშაო მეთოდისა და სწავლების პროცესის აღწერილობა:
კურსის განმავლობაში იფარება ერთი სრული დონე. კურსს უძღვებიან ქართველი და უცხოელი მასწავლებლები. კვირაში სამი გაკვეთილი ეთმობა ენის შესწავლისათვის სავალდებულო ყველა ასპექტს. სწავლება იწყება მასალის პრეზენტაციით, ახსნა-განმარტებით და საკვანძო საკითხების ანალიზით, გრამატიკული ასპექტების განხილვა ხდება პრაქტიკულ მაგალითებზე, მიმდინარეობს ტექსტების დამუშავება და მოკლე განხილვა, სავარჯიშოები ხელს უწყობს კითხვის, წერის და მოსმენის უნარის გაუმჯობესებას.
კვირაში ერთი გაკვეთილი ეთმობა საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესებას. გაკვეთილს ატარებს უცხოელი (native speaker) მასწავლებელი.
ჯგუფური ონლაინ გაკვეთილები ტარდება ვირტუალურ საკლასო ოთახში, Zoom, Skype Business ან Google Meet - ის გამოყენებით.
კურსს უძღვებიან:
ქეთი ბურძენიძე - ინგლისური ენისა და ლიტერატურის მაგისტრი; TEFL და CELTA სერტიფიცირებული პედაგოგი, 10 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, როგორც საქართველოში ასევე შუა აღმოსავლეთში. ასწავლის ზოგად ინგლისურს და ასევე ინგლისურს სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით.
იოჰანნ ჰენდრიკ კრიტზინგერ - TESOL სერტიფიცირებული მასწავლებელი სამხრეთ აფრიკიდან; კავკასიის უნივერსიტეტის და „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. იოჰანის მრავალმხრივი ინტერესები და დიდი გამოცდილება განსაკუთრებით საინტერესოს ხდის გაკვეთილებს - ბუნების დაცვა, ეკოლოგია, აგროტურიზმი, ტურიზმი, მედიცინა, კომპიუტერული მეცნიერებები და მრავალი სხვა. განათლება: Tshwane University of Technology, South Africa.
ხანგრძლივობა: 1.5 თვე
კვირაში 4 დღე, გაკვეთილის ხანგრძლივობა : საათნახევარი
დონე: საშუალო (Intermediate), მაღალი საშუალო (Upper Intermediate) ან უმაღლესი (Advanced)
სრული კურსის ღირებულება: 350 ლარი (450 ლარის ნაცვლად)
ფასი მოიცავს: დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს და სახელმძღვანელოს ელექტრონულ ვერსიას (Solutions)
ჯგუფებში გადანაწილება ხდება ტესტირების საფუძველზე. დონის დასადგენად გაიარეთ ონლაინ ტესტი
კორპორატიული შეთავაზების მისაღებად დაგვიკავშირდით.
2. ზოგადი ინგლისური + English for Work (არ გვაქვს მიღება)
საზაფხულო ინტენსიური კურსი ინგლისურ ენაში განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს უმოკლეს დროში აიმაღლოს ცოდნის დონე და გაიუმჯობესოს საკომუნიკაციო უნარები. კურსის განმავლობაში იფარება ერთი სრული დონე.
შეისწავლება ინგლისური ენის ყველა ასპექტი: მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა, გრამატიკა. გამოიყენება სახელმძღვანელო English File, აუდიო/ვიდეო მასალა, პროფესიული და ბიზნეს ინგლისურის ტერმინოლოგია. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეეძლება მეტად თავდაჯერებულად გამოხატოს აზრი ინგლისურ ენაზე და დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები უცხოელ კოლეგებთან.
საზაფხულო ინტენსიური კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები მიიღებენ One World-ის დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
კურსს უძვება
მაქს კენედი - ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლაში; მრავალწლიანი გამოცდილება მთარგმნელობით და პედაგოგიურ საქმიანობაში, მათ შორის: მომავლის სკოლა, ქართულ-კანადური სკოლა, California Adams College, Los Angeles, CA, Musicians Institute, Hollywood, CA. განათლება: B.A. Anthropology, University of South Alabama, M.A. Ethnographic Studies, University of Mexico
ხანგრძლივობა: 1.5 თვე
კვირაში 4 დღე, გაკვეთილის ხანგრძლივობა : საათნახევარი
დონე: საშუალო (Intermediate), მაღალი საშუალო (Upper Intermediate) ან უმაღლესი (Advanced)
სრული კურსის ღირებულება: 450 ლარი
ფასი მოიცავს: დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს და სახელმძღვანელოს ელექტრონულ ვერსიას (English File)
ჯგუფებში გადანაწილება ხდება ტესტირების საფუძველზე. დონის დასადგენად გაიარეთ ონლაინ ტესტი
კორპორატიული შეთავაზების მისაღებად დაგვიკავშირდით.
2. წერითი უნარები - Writing Skills (არ გვაქვს მიღება)
სასწავლო კურსის მიზანია, მსმენელების წერითი უნარ-ჩვევის განვითარება კარიერული წინსვლისთვის. გამოიყენება თეორიული მასალა და პრაქტიკული სავარჯიშოები. მსმენელები მოკლე დროში დაეუფლებიან პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო წერის უნარებს.
ძირითადი საკითხები:
- Identifying styles of writing
- Constructing essays, articles and reports
- Professional correspondence
- Advanced grammar & basic grammar revision
- Paraphrasing, comparative essays and article writing
კურსს უძღვება:
თიმოთი ოგდენ - გაერთიანებული სამეფო, ინგლისი. განათლება მიღებული აქვს დიდ ბრიტანეთში, კილის უნივერსიტეტში. დაკავებულია ჟურნალისტური საქმიანობით Georgian Journal -ში და The Messenger - ში. კითხულობს აკადემიური წერის ლექციებს ISET - International School of Economics - ში.
ხანგრძლივობა: 4 კვირა
კვირაში 3 დღე, საღამოს 7 საათზე. გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 საათი
დონე: მაღალი საშუალო (Upper Intermediate) ან უმაღლესი (Advanced)
დაწყების თარიღი: 29 მაისი
სრული კურსის ღირებულება: 270 ლარი
ფასი მოიცავს: სასწავლო მასალებს და სერტიფიკატს
მიღებისთვის საჭიროა ინგლისური ენის ცოდნის მინიმუმ B2 დონე. ჯგუფებში გადანაწილება ხდება ტესტირების საფუძველზე. დონის დასადგენად გაიარეთ ონლაინ ტესტი