+995 32 2 14 68 42

  • უცხო ენები
  • ინგლისურის ონლაინ კურსი

ინგლისურის ონლაინ კურსი ABA English

ინგლისურის ონლაინ კურსი ABA English

Learn
English online
for real life

The effective natural method,
the pleasure of watching films.

ჩვენი პარტიორი ABA English American and British Academy არის ინგლისური ენის ონლაინ აკადემია 30 წლიანი გამოცდილებით. მათი კურსი გავლილი აქვს 10 მილიონზე მეტ სტუდენტს მსოფლიოს 200 ქვეყნიდან.
ABA English გულისხმობს ინგლისურის ონლაინ სწავლების უნიკალურ მეთოდს. ხდება ბუნებრივი გარემოს სიმულაცია, რაც სწავლის პროცესს ხდის გაცილებით მარტივს და სახალისოს. 
ABA English თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კომპანიებთან. მათ შორის: Imperial College London, IED, IKEA, HAYS, Kraft Foods, DHL, Hyunday და მრავალი სხვა.

 

 


მეთოდის შესახებ:

 

ABA Film - ინგლისური ენის კურსი ABA ეყრდნობა ენის შესწავლის ბუნებრივ მეთოდს, თქვენ სწავლობთ ისე,  როგორც ბავშვები: თავდაპირველად უსმენთ, იგებთ და საუბრობთ, ხოლო შემდეგ სწავლობთ გრამატიკასა და წერას. ყოველი გაკვეთილი იწყება  რეალური ცხოვრების ამსახველი მოკლე ფილმით.  ფილმის ყურების დროს ყურადღებას იპყრობს შინაარსი და არა გრამატიკა. შესაბამისად, სტუდენტები საუბარს იწყებენ ძალდატანების გარეშე. პროგრამაში ჩართულია მეთოდი ,,მოუსმინე-ჩაწერე-შეადარე“.

საუბარი: ,,მოუსმინე-ჩაწერე-შეადარე“ Listen-Record-Compare (LRC®) მეთოდი ხვეწს სტუდენტის მეტყველების უნარს. ის ისმენს წინადადებას, წარმოთქვამს და იწერს თავის ხმას, შემდეგ კი ადარებს მას ინგლისურ ჩანაწერს. სტუდენტს შეუძლია ეს სავარჯიშო რამდენჯერმე გაიმეოროს, ივარჯიშოს  სასურველი შედეგის მიღწევამდე.

წერა: სტუდენტი უსმენს რამდენიმე ფრაზას და იწერს. მას ასევე ევალება წინადადებებში გამოტოვებული ადგილების შევსება. ასეთი სავარჯიშოები ავითარებს წერისა და მოსმენის უნარებს,  ეხმარება სტუდენტს გაიაზროს გრმატიკული კონსტრუქციები.

მოსმენა: ყველა გაკვეთილი მოიცავს მოსასმენ სავარჯიშოებს, კურსი ინტერაქტიულია, სტუდენტს გამუდმებით ესმის გამართული ინგლისური, ჩაწერილია 300-ზე მეტი მსახიობი, რის მეშვეობითაც სტუდენტი ადვილად განასხვავებს  აქცენტებს.

კითხვა: თავდაპირველად სტუდენტები კითხულობენ, იაზრებენ და წარმოთქვამენ მოკლე დიალოგებს, ხოლო შემდეგ მათ ევალებათ წაიკითხონ და გაიაზრონ წინადადებები,  გამოტოვებული ადგილები კი  სათანადო სიტყვებით შეავსონ. 

 

 

კურსის სტრუქტურა: 

 

ABA English გთავაზობთ ენის შესწავლას 6 დონეზე: დამწყები, დაბალი საშუალო, საშუალო, მაღალი საშუალო, უმაღლესი და ბიზნეს-ინგლისური. 

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ინგლისური ენის შესწავლა საწყისი ეტაპიდან სურს და ასევე მათთვის, ვისაც უნდა მოემზადოს სასერტიფიკატო გამოცდებისთვის (First Certificate, TOEFL)

დონე შედგება 24 გაკვეთილისგან.  თითოეულ გაკვეთილს ეთმობა 3-4 საათი, ერთი დონე მოიცავს 90-100 საათს. სრული კურსი (ექვსივე დონე) მოიცავს 144 გაკვეთილს. აქედან 75%  ხმის ჩაწერასა და გამოთქმის გაუმჯობესებას ეთმობა.

გაკვეთილი შედგება 8 სექციისგან: ABA ფილმი, წერა, საუბარი, ინტერპრეტაცია, ვიდეო-კლასი, სავაჯიშოები, ლექსიკა და შეფასება.

თითოეული დონის წარმატებით დასრულებისას სტუდენტი იღებს American & British Academy-ის დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს Common European Reference Framework for Languages (CEFR)-ის შესაბამისად. სერტიფიკატის ასაღებად სტუდენტმა წარმატებით უნდა გაიაროს ტესტი ყოველი გაკვეთილის ბოლოს. ABA English სერტიფიკატი ასევე დამატებულია Linkedin-ზე. 

 
კურსის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ექნებათ მასწავლებლებს ნებისმიერი კითხვით მიმართონ და მიიღონ პირადი კონსულტაციები მათგან.

American & British Academy ABA English არის One World-ის პარტნიორი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი სტუდენტები კურსს ნაკლებ ფასად მიიღებენ. 

 


პროცესი:

სტუდენტები უერთდებიან საერთო პლატფორმას, ნაწილდებიან სხვადასხვა ჯგუფში, მათ ეგზავნებათ დონის დასადგენი ტესტი, ეძლევათ მონაწილეობის ლიცენზია,  მიმდინარეობს თარიღების განსაზღვრა, პროცესის მონიტორინგი, თარიღების განსაზღვრა.

კურსის ლიცენზიის შეძენის შემდეგ, ონლაინ-გაკვეთლები ხელმისაწვდომია კომპიუტერით, ტაბლეტით და სმარტფონით. მობილური აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია ინტერნეტის გარეშეც.

 

 

ღირებულება:

ონლაინ კურსი:
3 თვიანი ლიცენზიის ღირებულება: 250 ლარი, მოიცავს ყველა დონეს, ყველა გაკვეთილს

კომბინირებული კურსი Blended Course - ონლაინ კურსს + ინგლისელი პედაგოგის სასაუბრო გაკვეთილი კვირაში ერთხელ 1,5 საათი:
3 თვიანი ლიცენზია + ინგლისელის გაკვეთილები: 400 ლარი (მოიცავს ყველა ყველა დონეს, ყველა გაკვეთილს და 12 გაკვეთილს ინგლისელ პედაგოგთან)


გაიარეთ რეგისტრაცია ქვევით ღილაკზე დაჭერით ან შეავსეთ კონტაქტის ფორმა
კორპორატიული შეთავაზების მისაღებად დაგვიკავშირდით 

 

 

 

კონტაქტი

 

+995 32 2 14 68 42 | +995 599 18 11 99


თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6


contact@oneworld.ge