+995 32 2 14 68 42

  • უცხო ენები
  • ფრანგული

ფრანგული

ფრანგული ენის კურსს უძღვება ფრანგი პედაგოგი. კურსის მიზანია საკომუნიკაციო, კითხვის, წერის, მოსმენის უნარების გაუმჯობესება აქტიური, სახალისო გაკვეთილების მეშვეობით.
მეთოდი დაფუძნებულია ინდივიდუალურ და ინტერაქტიურ მიდგომაზე, გაკვეთილები მორგებულია თითოული სტუდენტის ინტერესებზე. ლექტორის მრავალმხრივი ინტერესების გავლენით, კურსი არის დატვირთული სხვადასხვა საინტერესო მასალით. გამოიყენება მუსიკა, პოეზია, სპექტაკლები, სხვადასხვა  ვიდეო და აუდიო მასალა. სტუდენტები ასევე გაეცნობიან ფრანგულ სლენგს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ენის შესწავლის დროს.

კურსს უძღვება:

Andre Abraham Nino Abitbol - წარმოშობით ფრანგი, პარიზიდან. აქვს სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სასტუმრო და რესტორნის საქმე, მოდის ბიზნესი. გარდა მშობლიური ფრანგულისა, ფლობს ინგლისურ, რუსულ და ებრაულ ენებს. აქვს ფრანგული ენის სწავლების მრავალწლიანი გამოდილება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში. 

გაკვეთილები ტარდება კვირაში 2– ჯერ, გაკვეთილის ხანგრძლივობაა 2 საათი; 
თითოეული დონის ხანგრძლივობა 3 თვეა; 
სტუდენტთა რაოდენობა ჯგუფში – 5-6

ფასი - 125 ლარი თვეში

 

ყველა მსმენელი ხდება One World Students ჯგუფის წევრი და ავტომატურად იღებს 5%-იან ფასდაკლებას ენის შემსწავლელ პროგრამებზე საფრანგეთში

კონტაქტი

 

+995 32 2 14 68 42 | +995 599 18 11 99


თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6


contact@oneworld.ge