support@oneworld.ge 

+995 32 2 14 68 42

Blog

ბიზნეს ინგლისური - Surviving in a Modern Business Era

მიზნობრივი აუდიტორია: კურსი განკუთვნილია ბიზნეს სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის, ბიზნეს სკოლის სტუდენტებისთვის და სხვა ბიზნეს ინგლისურით დაინტერესებულ პირთათვის, რომელთა ყოველდღიური პროფესიული საქმიანობა მოითხოვს ინგლისური ენის ეფექტურად გამოყენებას. 

კურსის მიზანი: ჩვენ გვჯერა, რომ ცნობიერების ამაღლება ამა თუ იმ დარგში, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფორმალური განათლება. საზოგადოების, როგორც ერთი მთლიანი მექანიზმის გამართვისთვის, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ცნობიერების ამაღლებაზე, ინფორმატიულობაზე, კრიტიკული და თან ტოლერანტული აზროვნების განვითარებაზე მუშაობა. ეს გაცილებით უფრო დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოგვიტანს, ვიდრე ბევრი წითელი დიპლომი და აკადემიური, თუმცა სწორხაზოვანი აზროვნება. 

ჩვენ გვინდა წვლილი შევიტანოთ საზოგადოების ეკონომოკურ კეთილდღეობაში და შევქმენით კურსი, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის სფეროში ზოგადი ცნობიერების ამაღლებას, შესაძლებელს ხდის მსმენელთა საერთაშორისო არენაზე მოღვაწეობას, საგრძნობლად აუმჯობესებს კოლეგებსა და კლიენტებთან ინგლისურ ენაზე კომუნიკაციას. ინგლისურენოვანი ფაკულტეტების სტუდენტებს უმარტივებს დარგის საფუძვლიანად შესწავლის პროცესს, სპეციალისტებს საშუალებას აძლევს გამოამჟღავნონ პროფესიული დონე საერთაშორისო ასპარეზზე. 


მეთოდი/მასალა: კვირაში ერთი დღე ეთმობა სახელმძღვანელოს მასალის (Market Leader) შესწავლას ამერიკელ პედაგოგთან ერთად, კვირაში ერთი დღე ეთმობა ყველა დანარჩენ ასპექტს ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტთან ერთად. კურსის განმავლობაში მსმენელები გაეცნობიან ბიზნესის მიმდინარე სიახლეებს, გაეცნობიან არსებულ პრობლემებს კომპანიებში, შეიძენენ საკომუნიკაციო უნარებს. ლექციები არის ინტერაქტიური, მოითხოვს მსმენელების მაქსიმალურ ჩართულობას. 
კურსი მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. მოითხოვება ინგლისურის მაღალი საშუალო დონე (Upper Intermediate). 

  • საუკეთესო მეთოდი ბიზნეს ადმინისტრირების შესწავლისას, რომელიც ავარჯიშებს კრიტიკულ აზროვნებას - Case Studies, სიტუაციური სწავლება. სხვადასხვა კომპანიების რეალური პრობლემების შესწავლა/განხილვა და პრობლემის გადაჭრის გზებზე მსჯელობა
  • ბიზნესის ადმინისტრირების ყველა დისციპლინის შესაბამისი ტერმინოლოგიის შესწავლა
  • Business News Literacy – in collaboration with Stony Brooke University. ბიზნესის სიახლეების მომზადება და განხილვა. ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სურს წარმატებით გააგრძელოს კარიერა ბიზნესში, უმნიშვნელოვანესია ეცნობოდეს ყოველდღიურ ბიზნეს სიახლეებს. დღევანდელ მუდმივად ცვალებად ციფრულ სამყაროში, სადაც ინფორმაციის ულევ რაოდენობას ვაწყდებით ყოველდღიურად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ გავფილტროთ ეს ინფორმაცია და დავიტოვოთ მხოლოდ ის, რაც არის სანდო და საჭირო. ამ კურსის განმავლობაში, ჩვენ გთავაზობთ Stony Brooke University-ს და Adam Mickiewicz University-ს პროგრამის, News Literacy-ს ნაწილს. გასწავლით რამდენიმე ტექნიკას, თუ როგორ უნდა გავარჩიოთ სასურველი სიახლე არასანდო ინფორმაციისგან. 
  • პრეზენტაციები - ბიზნეს იდეის/გეგმის/პროექტის პრეზენტაცია (Pitching a business idea/plan/project)
  • ბიზნეს კომუნიკაციების შესავალი - მოლაპარაკებების სიმულაცია, იმეილების წერა, ბიზნეს ეტიკეტი (დამატებით: CV-ის შედგენა, ინტერვიუსთვის მომზედება)
  • ბიზნეს ინგლისურის სახელმძღვანელოს მასალა (Market Leader)