support@oneworld.ge 

+995 32 2 14 68 42

  • უცხო ენები
  • ზოგადი ინგლისური

ზოგადი ინგლისური

ინგლისური დონეების მიხედვით

ინგლისური ენის სწავლება ჩვენი ცენტრის ძირითადი მიმართულებაა. სპეციალისტთა ჯგუფი წლების განმავლობაში მუშაობს სასწავლო პროცესისა და შედეგის გაუმჯობესებისათვის. სწავლების მეთოდი, რომელიც ცენტრში გამოიყენება, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს.  დაგროვილი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ მეთოდი სწორადაა შერჩეული. ჩვენი მსმენელები ხშირად აღწევენ წარმატებებს საერთაშორისო ასპარეზზე, სწავლას აგრძელებენ ევროპის უნივერსიტეტებში, აკმაყოფილებენ მათ მაღალ მოთხოვნებს.

 

დამწყები, ელემენტარული

მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა, გრამატიკა. კურსი ორიენტირებულია საკომუნიკაციო უნარის განვითარებაზე. 
 
დამწყები და ელემენტარული დონის ხანგრძლივობა: 2 თვე
კვირაში ორჯერ, თვეში 16 საათი
ფასი: 110 ლარი თვეში
 
ლალი ყუშიტაშვილი - ცენტრის დამფუძნებელი, ფილოლოგი, პედაგოგი, მთარგმნელი. (თარგმანებს შორის არის ხალიდ ჰოსეინის რომანები "მთებმა მთებს უთხრეს" და "ფრანით მორბენალი").

ნინა სამარგულიანი - ინგლისური ენის სპეციალისტი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, ასევე ფლობს სხვადასხვა პროფესიებს - პიარ მენეჯმენტი, მოდის მარკეტინგი, გამოცდილი პედაგოგი, One World  ცენტრში მუშაობის 10 წლაინი გამოცდილება. მრავალმხრივი პროფესიული გამოცდილების გამო ნინა წარმატებით ართმევს თავს ზოგადი ინგლისურის, პროფესიული ინგლისურის და აკადემიური ინგლისურის (FCE) სწავლებას.
 

სიახლე! დაბალი საშუალო - კომბინირებული კურსი

იმისთვის, რომ სტუდენტები დასაწყისშივე შეეჩვიონ უცხოელებთან კონტაქტს და ამავდროულად არ იყოს მათთვის პროგრამის დაძლევა რთული, შევიმუშავეთ ახალი კომბინირებული კურსი, რომლის განმავლობაში კვირაში ერთი დღე დაეთმობა პრეზენტაციებს, ინტერაქტიურ თამაშებს და საუბრებს თავისუფალ თემებზე, ინგლისელ პედაგოგთან ერთად. კვირაში ორი დღე კი დაეთმობა ენის შესწავლისთვის საჭირო ყველა ასპექტზე მუშაობას სახელმძღვანელოს (English File) და დამატებითი მასალის გამოყენებით, ჩვენს ახალი ლექტორთან ერთად.  

დონის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეეძლება მიიღოს და მიაწოდოს ინფორმაცია ინგლისურ ენაზე, მონაწილეობა მიიღოს მარტივი თემების განხილვაში, გამოხატოს მოსაზრება ნაცნობ თემებთან დაკავშირებით. 

კურსს უძღვებიან: 

გიორგი შადური - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მრავალი პუბლიკაციის ავტორი. სპეციალიზაცია: American Literature, Advanced English Reading, American Landmarks. განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; მათ შორის, Washington University in St. Louis, Central European University, Budapest/Hungary. 

სასაუბრო გაკვეთილები: 
ჯეიმს აპემი - ინგლისელი პედაგოგი ბრისტოლიდან, სამხრეთ-დასავლეთი ინგლისი. განათლება მიღებული აქვს დიდ ბრიტანეთში, Hartpury College და UWE University. 5 წელია თბილისში ეწევა პედაგოგიურ პრაქტიკას, ასწავლის ST George’s children’s school (BGS) -ში.

ხანგრძლივობა: 3 თვე
კვირაში სამჯერ, 1,5 საათი
ფასი: 155 ლარი თვეში


საშუალო, მაღალი საშუალო და უმაღლესი 

საშალო დონიდან კურსებს უძღვებიან მხოლოდ უცხოელი პედაგოგები.

მაღალი საშუალო (Upper Intermediate) და უმაღლესი (Advanced) კურსის ბოლოს, 4 კომპონენტიანი შეფასების სისტემის საფუძველზე (დასწრება, ტესტები, აქტივობა, საბოლოო გამოცდა)  გამოვლინდება საუკეთესო სტუდენტი, რომელიც გაემგზავრება ამსტერდამში, Amsterdam University of Applied Sciences AUAS Summer School - საუკეთესო საზაფხულო სკოლაში 2 კვირით, ივლისის თვეში!

საშუალო: ინგლისური ენის ყველა ასპექტი: მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა, გრამატიკა. კურსს უძღვებიან უცხოელი პედაგოგები. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეეძლება ინგლისურ ენაზე შეასრულოს გარკვეული სამუშაო, არ დაიბნეს უჩვეულო გარემოში, იყოს ადეკვატური უცხოელებთან საუბრისას. 

მაღალი საშუალო: ინგლისური ენის ყველა ასპექტი: მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა, გრამატიკა. კურსს უძღვებიან უცხოელი პედაგოგები. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეეძლება გამოხატოს აზრი ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, ჩაერთოს დისკუსიაში და იყოს თავდაჯერებული აზრის დაფიქსირებისას, გამოიყენოს რთული გრამატიკული კონსტრუქციები წერის დროს, დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები უცხოელ კოლეგებთან. 
 
უმაღლესი: ინგლისური ენის ყველა ასპექტი: მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა, გრამატიკა. კურსს უძღვებიან უცხოელი პედაგოგები. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეეძლება სწრაფად, დაფიქრების გარეშე საუბარი, რთული სამეცნიერო თუ ტექნიკური ტექსტების ანალიზი პროფესიონალურ დონეზე, ზეპირი პრეზენტაციების მოწყობა მაღალ დონეზე, წერითი სამუშაოს შესრულება დაბრკოლების გარეშე.
 
ხანგრძლივობა: 3 ან 4 თვე
კვირაში სამჯერ, 1,5 საათი
ფასი: 170 ლარი თვეში
 
 

10%-იანი ფასდაკლება:

  • დილის საათებზე 
  • სტუდენტებისთვის
  • კურსის სრული ღირებულების წინასწარ გადახდის შემთხვევაში
 
 

 

კონტაქტი

 

+995 32 2 14 68 42


თბილისი, ი. ჭავჭავაძის 37მ, აქსისის ბიზნეს ცენტრი


support@oneworld.ge