support@oneworld.ge 

+995 32 2 14 68 42

  • მასპინძლობის სკოლა
  • ტრენინგები
  • სასტუმროს მართვა სტაჟირებით

სასტუმროს მართვის კურსი და სტაჟირება

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ქსელურ სასტუმროებში მუშაობა და ამ მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება. კურსი არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას მისცემს დაინტერესებულ პირებს, არამედ უზრუნველყოფს მათ მიერ პარტნიორ სასტუმროებში სტაჟირების გავლასაც. კურსის განმავლობაში ისწავლება სასტუმროს მართვის კომპიუტერული პროგრამა OPERA (PMS). კურსის ბოლოს სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გაემგზავრონ გერმანიაში, ანაზღაურებად სტაჟირებაზე.
წარმატებულ კურსდამთავრებულებს   მიეცემათ  საშუალება, წარმატებით გაიარონ გასაუბრება სხვადასხვა სასტუმროებში, არსებული ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში.   
სასტუმროს მართვის კურსი შედგება 5 ნაწილისგან:

1. თეორიული ნაწილი
2. სტაჟირება პარტნიორ სასტუმროებში
3. სასტუმროს მართვის კომპიუტერული პროგრამა OPERA (PMS)
4. ვიზიტები და სემინარები სხვადასხვა კატეგორიის სასტუმროებში
5. ანაზღაურებადი სტაჟირება გერმანიაში

 

1. თეორიული კურსის აღწერა:

  • სასტუმროს განვითარებაში მომსახურე პერსონალის მნიშვნელობა
  • პროფესიის აუცილებელი მახასიათებლები და მათი განვითარების გზები
  • მომსახურების ეტიკეტი
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები
  • მარკეტინგის როლი სასტუმროს მენეჯმენტში
  • სასტუმროს სერვისები და მათი რეალიზაციის საფუძვლები
  • FRONT-DESK-ის თანამშრომელთა მუშაობის პრინციპები
  • სასტუმრო ოთახების კატეგორიები/სასტუმროს განყოფილებები
  • სტუმრების მიღება-განთავსება
  • დაჯავშნა (სატელეფონო ეტიკეტი)
  • სტუმრის რეგისტრაცია (CHECK IN), სტუმრების შენიშვნების მიღება
  • სასტუმროს დასუფთავება
  • კვება და სასმელები

 

2. სტაჟირება სასტუმროებში:

Tbilisi Marriott 
Courtyard Marriott Tbilisi 
The Biltmore Hotel Tbilisi 
Ambassadori Tbilisi 
Hotels & Preference Hualing Tbilisi

Hilton Batumi 
Sheraton Batumi
Holiday Inn Telavi
Best Western Tbilisi City Center

IOTA HOTEL TBILISI
City Center
City Avenue


სასტუმროს თანამშრომლები სტაჟიორებს გააცნობენ ორგანიზაციის შინაგანაწესს, მათ საშუალებას მისცემენ იმუშაონ სასტუმროს ინვენტარის, კომპიუტერული პროგრამების და საკადრო რესურსების გამოყენებით. განუვითარებენ ძირითად სამუშაო უნარებს, უზრუნველყოფენ სტაჟიორების თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
მსმენელები გაივლიან სტაჟირებას სასტუმროს ყველა განყოფილებაში:

  • მიღება/განთავსება
  • კვება/სასმელები
  • გაყიდვები და მარკეტინგი
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • დასუფთავება
  • დაცვა

 

3. სასტუმროს მართვის კომპიუტერული პროგრამა OPERA (PMS)

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, One World-ის სასტუმროს მართვის კურსს დაემატა სასტუმროს მართვის სისტემა ოპერა, OPERA ( PMS). ოპერა წარმოადგენს კომპლექსურ  პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც გამოიყენება  იმისათვის, რომ  მოხდეს სასტუმროს მიღება-განთავსების, გაყიდვების, დაგეგმვის და სხვა სერვისების კოორდინაცია.  პროგრამა ოპერა ახდენს სასტუმროს ფუნქციების ავტომატიზირებას, ისეთების, როგორიცაა: სტუმრების შეკვეთების მიღება, სტუმართა მონაცემების მართვა, სასტუმროს ონლაინ დაჯავშნა, გაყიდვების ობიექტების კონტროლი, სატელეფონო მომსახურება, სტუმართა დებიტორული დავალიანების მართვა, გაყიდვები და მარკეტინგი, წვეულებები, კერძების და სასმელების  ფასები,   რესურსების მართვა, პერსონალის და სახელფასო ფონდის მართვა. ტექნიკური მომსახურების კონტროლი, ხარისხის კონტროლი და სხვა. სასტუმროს მართვის სისტემას შეუძლია  იქონიოს ურთიერთკავშირი  ცენტრალური რეზერვაციის სისტემასა და შემოსავლებისა.  ამ ხარჯების მართვის სისტემასთან, ასევე ფრონტ ოფისთან, ასევე ბექ ოფისთან, გაყიდვების ობიექტებთან, დასუფთავების სამსახურთან და სხვა განყოფილებებთან.

პროგრამა ოპერის თემატიკა:

  • სტუმრების შეკვეთების მიღება
  • სტუმართა მონაცემების მართვა
  • სასტუმროს ონლაინ დაჯავშნა
  • გაყიდვის ობიექტების კონტროლი
  • სტუმართა დებიტორული დავალიანების მართვა
  • კერძების და სასმელების ფასები.
  • ღონისძიებების დაგეგმარება, შესრულების ხარისხი.

 

4. ვიზიტები სხვადასხვა კატეგორიის სასტუმროებში House Tours

კურსის განმავლობაში ჩატარდება გასვლითი სემინარები - სტუდენტები მოინახულებენ და გაეცობიან ყველა კატეგორიის სასტუმროებს.

  1. მარიოტის ქსელი - სასტუმროები: ( მარიოტ-თბილისი, ქორთიარდი, მოქსი.
  2. აჭარა ჯგუფის ქსელი: სასტუმროები ( ჰოლიდეი ინი, რუმსი, სტამბა, ფაბრიკა)
  3. ფრანგული ბრენდი აკორის სასტუმროები: მერკური, იბის
  4. სასტუმრო ბილტმორი.

 

5. ანაზღაურებადი სტაჟირება გერმანიის სასტუმროებში

გერმანიის სტუმარ-მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენი სასტუმროს მართვის კურსის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გაემგავრონ ანაზღაურებად პრაქტიკაზე გერმანიაში. სტაჟირება მიმდინარეობს 3 თვის განმავლობაში, გერმანიის კურორტებზე, მაღალი კლასის სასტუმროებში. 
სტაჟირების პროგრამა მოიცავს:

  • პრაქტიკას საკურორტო სასტუმროში -  5 დღე კვირაში, 8 საათიანი სამუშაო დღე. დასვენება კვირაში ორი დღე.
  • სამჯერად კვებას
  • განთავსებას სასტუმროში
  • ანაზღაურებას: თვეში 400 ევრო
  • 150 ევრო ერთჯერადად მგზავრობის ხარჯებისთვის

სავალდებულო მოთხოვნები გერმანიაში სტაჟირებაზე გასამგზავრებლად: 

  • სასტუმროს მართვის კურსის კურსდამთავრებულის სტატუსი
    იმისთვის, რომ კანდიდატი გაემგზავროს გერმანიაში საწარმოო პრაქტიკაზე, უნდა გაიაროს სასტუმროს მართვის სრული კურსი.
  • უცხო ენები: ინგლისური ან გერმანული ენების ცოდნა (B2).  
  • მოტივაცია

გთხოვთ გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის შესახებ: ანაზღაურებადი სტაჟირება გერმანიის სასტუმროებში

 

სწავლების მეთოდი: კომპიუტერული პროგრამის შესწავლა; თეორიული ნაწილი: დისკუსია, პრეზენტაციები, როლური თამაშები და სასწავლო ქეისები. ბენეფიციარებს მიეწოდებათ ელექტრონული წიგნები სალექციო მასალების სახით, ქართულ და ინგლისურ ენაზე: Dr. Benney Chain. Introduction to Hospitality. James A.Bardi Hotel Front office Management. Michael J.O.Fallon, Denney.G. Rutherford. Hotel Management and Operations.  

ტრენერი: იზაბელა ფერიშვილი - სასტუმროს მართვისა და ადმინისტრირების წამყვანი სპეციალისტი, 25  წლიანი გამოცდილებით სასტუმრო სფეროში. 16 წლიანი სტაჟი სასტუმრო შერატონ მეტეხში, ყველა დეპარტამენტის გავლით. ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი,   ასოცირებული პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის და საზოგადოებრივი კოლეჯი იკაროსის ლექტორი.  

სილაბუსი: 


1. სასტუმრო ინდუსტრიის ისტორიული განვითარება
2. სასტუმროს ტიპები ( საერთაშორისო ბაზარზე)
3. სასტუმროს ოთახების ტიპები და მათი აღწერილობა.
4. სასტუმროს დეპარტამენტები და მათი სამუშაოს აღწერილობა.
5. სასტუმროს პროდუქტი და სერვისი.
6. მიღება-განთავსების სერვისი, როგორც სასტუმროს მთავარი განყოფილება, მათი პასუხისმგებლობა და
მოვალეობა ( დეტალური განხილვა)
7. პროფესიული იმიჯი, ჩაცმულობის ეტიკეტი (Dress code)
8. სასტუმროს თანამშრომლების უნარ-ჩვევების მთავარი მახასიათებლები.
9. სასტუმროს HR-განყოფილების ფუნქცია-მოვალეობები.
10. სასტუმროს PR-ის ფუნქციები და მოვალეობები.
11. სასტუმროს თანამშრომელი, როგორც სტუმრის პრობლემის გადამწყვეტი პიროვნება ( Decision-
maker@Problem-solver)
12. Team-building-ის არსი სასტუმროს ინდუსტრიაში, პრიორიტეტული საკითხების განხილვა, ანალიზი.
13. Check-in @ chek out-ის პროცედურა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.
14. სატელეფონო ეტიკეტი მისი მნიშვნელობა სასტუმროს ადმინისტრირების პროცესში.
15. სასტუმრო მართვის სისტემა „ოპერა“ Opera Property Management System (PMS)
16. სასტუმროს პროდუქტის დაჯავშნა, მარკეტინგული აქტივობები, ჯავშნების დამუშავების პროცესები
საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
17. დაჯავშნის ტიპები და გადახდის მეთოდები.
18. სასტუმროს ბონუსების სისტემა (Up Sell) როგორც სპეციალური პროგრამა.
19. „Body language“- ის თემატური არსი.
20. სასტუმროს მარკეტინგი, SWOT- ანალიზის განხილვა, ბაზრის ტიპები და მათი ათვისების მეთოდები.
21. კვება და სასმელების განყოფილების მნიშვნელოვანი დეტალების აღწერილობა, ღონისძიებების სახეობები
მათი დაგეგმვა-განხორციელება.
22. ეფექტური კომუნიკაცია და მისი მნიშვნელობა სასტუმრო მართვა- ადმინისტრირებაში.
23. ბუღალტერიის განყოფილების როლი სასტუმრო ინდუსტრიაში, მისი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა
დეპარტამენტების მიხედვით.
24. დასუფთავების განყოფილება და მისი მთავარი საკითხები (უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში)

 

ღირებულება, ხანგრძლივობა და ვადები


თეორიული და
 პრაქტიკული კურსის ხანგრძლივობა: 90 საათი, 2 თვე
OPERA: 50 საათი
გერმანიაში სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
ინტენსივობა: კვირაში 3 ლექცია

კურსის საფასური (ოთხივე ნაწილი): 1950 ლარი

მხოლოდ OPERA: 500 ლარი
მხოლოდ თეორია და სტაჟირება: 1450 ლარი
სტაჟირება გერმანიაში: უფასო, ანაზღაურება თვეში 400 ევრო.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში.

მოქმედებს თიბისი ბანკის უპროცენტო განვადება


გაიცემა ორი ორენოვანი (ინგლისურ და ქართულ ენაზე) სერტიფიკატი: 1. One World - ის მასპინძლობის სკოლის ორენოვანი სერტიფიკატი 2. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოპერის კურსის ორენოვანი სერტიფიკატი. გაიცემა დამატებითი სერტიფიკატი გერმანიის პროგრამაში მონაწილეთათვის. 

 

წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ დასაქმების პერსპექტივა, ისინი მოხვდებიან დასაქმების ხელშეწყობის ბაზაში
კურსის
გავლის შემდეგ კანდიდატებს, რომელთა მიზანია ქსელურ სასტუმროში დასაქმება, მოეთხოვებათ დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები:  

  • თეორიული და პრაქტიკული ცოდნა
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • კომუნიკაციის უნარი
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პიროვნული და პროფესიული თვისებები: მოწესრიგებული, დისციპლინირებული, ოპერატიული
  • სერვისის სფეროსთვის საჭირო კომპიუტერული პროგრამის ცოდნა
  • ენების ცოდნა

 

რეგისტრაცია გაირეთ ქვევით ღილაკზე დაჭერით ან დაგვიკავშირდით: 0322146842

კანდიდატები მიიღებიან გასაუბრების საფუძველზე. 

  

ჩვენი სტუდენტების წარმატების ისტორიები და შთაბეჭდილებები: წარმატებული სტუდენტები


ჩვენი პარტნიორი სასტუმროების ვაკანსიები მხოლოდ ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის ვაკანსიები  

ასევე გთავაზობთ კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დისტანციური სწავლების საერთაშორისო სადიპლომო პროგრამებს: Hotel Operations & Management, Tourism & Travel Management

 

კონტაქტი

 

+995 32 2 14 68 42


თბილისი, ი. ჭავჭავაძის 37მ, აქსისის ბიზნეს ცენტრი


support@oneworld.ge