support@oneworld.ge 

+995 32 2 14 68 42

  • მასპინძლობის სკოლა
  • ანაზღაურებადი სტაჟირება გერმანიაში

ანაზღაურებადი სტაჟირება გერმანიის სასტუმროებში

 

გერმანიის სტუმარ-მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენი სასტუმროს მართვის კურსის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გაემგზავრონ ანაზღაურებად პრაქტიკაზე გერმანიაში. 

სტუდენტები გაივლიან სამ თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გერმანიის საკურორტო ქალაქების სხვადასხვა სასტუმროებში. სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიუმჯობესონ პროფესიული უნარები, გაიცნონ გერმანული კულტურა, გაიუმჯობესონ გერმანული ენის ცოდნის დონე.

დასაქმების სფეროები:

  • მიმღებ-რეცეფციონისტი
  • სამზარეულო: მზარეულის ასისტენტი
  • რესტორანი: მიმტანი
  • საკონფერენციო დარბაზები: მიმტანი, გამფორმებელი
  • დასუფთავების (housekeeping) თანამშრომელი


ჩვენი სტუდენტების პროგრამაში მონაწილეობა არის სრულიად უფასო. პრაქტიკის ხანგრძლივობა: 90 დღე.


პროგრამა მოიცავს:

  • პრაქტიკას საკურორტო სასტუმროში -  5 დღე კვირაში, 8 საათიანი სამუშაო დღე. დასვენება შაბათ-კვირას.
  • სამჯერად კვებას
  • განთავსებას სასტუმროში
  • ანაზღაურებას: თვეში 350-400 ევრო
  • 150 ევრო ერთჯერადად მგზავრობის ხარჯებისთვის
    სტუდენტები გაემგზავრებიან გერმანიაში უვიზო მიმოსვლის ფარგლებში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • სასტუმროს მართვის კურსის კურსდამთავრებულის სტატუსი
    იმისთვის, რომ კანდიდატი გაემგზავროს გერმანიაში საწარმოო პრაქტიკაზე, უნდა გაიაროს სასტუმროს მართვის თეორიული და პრაქტიკული კურსი. კურსის ღირებულება - 1750 ლარი
  • უცხო ენები: მინ - A1 დონეზე გერმანული; სასურველია ინგლისური ენის ფლობაც.
    თუ კანდიდატი არ ფლობს უცხო ენებს მოთხოვნილი დონის შესაბამისად, კურსის პარალელურად შესაძლებელია One World-ის გერმანული ენის თვენახევრიანი ინტენსიური კურსის გავლა.  
  • მოტივაცია

 

მიღება ხდება გასაუბრების საფუძველზე.
რეგისტრაცია და დეტალური ინფორმაცია: სასტუმროს მართვის კურსი და სტაჟირება

 




გალერეა

 

 
 

 
 

 
 

 
 
 

კონტაქტი

 

+995 32 2 14 68 42


თბილისი, პ. ქავთარაძის 14ბ, Dream Town Offices


support@oneworld.ge