+995 32 2 14 68 42

ჩვენს შესახებ

პროფესიული  მომზადებისა და საერთაშორისო განათლების ცენტრი One World 2005 წელს დაარსდა.  ცენტრი დაარსების  დღიდან ემსახურება ახალგაზრდების განათლებისა და პროფესიული დონის ამაღლების საქმეს.

ჩვენ გვჯერა, რომ ზოგადი ცნობიერება და ფორმალური განათლება თანაბრად მნიშვნელოვანია საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. საზღვარგარეთ განათლების მიღება, უცხო ენების შესწავლა და პროფესიური უნარ-ჩვევების დახვეწა უმთავრესი ფაქტორებია განვითარებადი ქვეყნების ცნობიერების ამაღლებისთვის. ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ქვეყნის განვითარებას მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამების შეთავაზებით საზღვარგარეთ და საქართველოში.

One World წარმოადგენს

  • კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის ოფიციალურ პარტნიორს და საგამოცდო ცენტრს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში რაც დადასტურებულია საერთაშორისო სერტიფიკატით. ცენტრის უფლება-მოსილება გულისხმობს ზემოთჩამოთვლილ პროგრამებზე გაწევრიანებას, სასწავლო მასალით უზრუნველყოფას, ტრენინიგის წარმართვას,  გამოცდის მოწყობას. კურსის დასრულების შემდეგ წარმატებული მსმენელები ჯილდოვდებიან კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომებით.
  • ორმოცდაათი ბრიტანული უნივერსიტეტის (მათ შორის წამყვანების) და მრავალი სხვა სასწავლო ინსტიტუციის პარტნიორ ორგანიზაციას
  • თანამშრომლობის შეთანხმება ასევე გაფორმებული აქვს ევროპის, ამერიკის და აზიის მრავალ უნივერსიტეტთან და სასწავლო დაწესებულებასთან

როგორც კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის ოფიციალურ წარმომდგენელს, ცენტრს მოპოვებული აქვს უფლება ამავე კოლეჯთან შეთანხმებით ჩაატაროს გამოცდა ინგლისურ ენაში. საერთაშორისო კოლეჯის მიერ გამოცდის შემოწმების შემდეგ მათ მიერ გაიცემა ინგლისური ენის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი.

 

ჩვენი უპირატესობა:

  • კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის CIC ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში
  • 10 წლიანი გამოცდილება
  • პარტნიორული ურთიერთობები სასწავლო დაწესებულებებთან მსოფლიო მასშტაბით
  • კვალიფიციური უცხოელი და ქართველი სპეციალისტები

 

One World-ში მოქმედებს შემდეგი სასწავლო მიმართულებები:

პროფესიული განათლება

  • კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის სადიპლომო დისტანციური კურსები
  • ბიზნეს ტრენინგები (ქართულ ენაზე)

სწავლა საზღვარგარეთ

უცხო ენები

  • ზოგადი ინგლისური
  • პროფესიული ინგლისური
  • აკადემიური ინგლისური
  • რუსული

 

 

კონტაქტი

 

+995 32 2 14 68 42


თბილისი, პ. ქავთარაძის 14ბ, Dream Town Offices


support@oneworld.ge