support@oneworld.ge 

+995 32 2 14 68 42

ზოგადი ინგლისური

Rate this item
(0 votes)

ინგლისური დონეების მიხედვით

 ინგლისური ენის სწავლება ჩვენი ცენტრის ძირითადი მიმართულებაა. სპეციალისტთა ჯგუფი წლების განმავლობაში მუშაობს სასწავლო პროცესისა და შედეგის გაუმჯობესებისათვის. სწავლების მეთოდი, რომელიც ცენტრში გამოიყენება, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს.  დაგროვილი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ მეთოდი სწორადაა შერჩეული. ჩვენი მსმენელები ხშირად აღწევენ წარმატებებს საერთაშორისო ასპარეზზე, სწავლას აგრძელებენ ევროპის უნივერსიტეტებში, აკმაყოფილებენ მათ მაღალ მოთხოვნებს.


1. დამწყები, ელემენტარული, დაბალი საშუალო

მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა, გრამატიკა. კურსი ორიენტირებულია საკომუნიკაციო უნარის განვითარებაზე. 
სამივე დონის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეეძლება მიიღოს და მიაწოდოს ინფორმაცია ინგლისურ ენაზე, მონაწილეობა მიიღოს მარტივი თემების განხილვაში, გამოხატოს მოსაზრება ნაცნობ თემებთან დაკავშირებით.
თითო დონის ხანგრძლივობა 2 თვე. თვეში 8 გაკვეთილი (16 საათი)
 ფასი: 90 ლარი თვეში

2. საშუალო

ინგლისური ენის ყველა ასპექტი: მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა, გრამატიკა. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეეძლება ინგლისურ ენაზე შეასრულოს გარკვეული სამუშაო, არ დაიბნეს უჩვეულო გარემოში, იყოს ადეკვატური უცხოელებთან საუბრისას. 
ხანგრძლივობვობა 3 თვე. თვეში 8 გაკვეთილი (16 საათი)
ფასი: 90 ლარი თვეში
3. მაღალი საშუალო

ინგლისური ენის ყველა ასპექტი: მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა, გრამატიკა. კურსს უძღვებიან ქართველი პედაგოგი. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეეძლება გამოხატოს აზრი ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, ჩაერთოს დისკუსიაში და იყოს თავდაჯერებული აზრის დაფიქსირებისას, გამოიყენოს რთული გრამატიკული კონსტრუქციები წერის დროს, დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები უცხოელ კოლეგებთან. 
ხანგრძლივობვობა 3 თვე. თვეში 8 გაკვეთილი (16 საათი)
ფასი: 100 ლარი თვეში

4. უმაღლესი

ინგლისური ენის ყველა ასპექტი: მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა, გრამატიკა. კურსს უძღვება ქართველი პედაგოგი. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეეძლება სწრაფად, დაფიქრების გარეშე საუბარი, რთული სამეცნიერო თუ ტექნიკური ტექსტების ანალიზი პროფესიონალურ დონეზე, ზეპირი პრეზენტაციების მოწყობა მაღალ დონეზე, წერითი სამუშაოს შესრულება დაბრკოლების გარეშე. 
ხანგრძლივობვობა 4 თვე. თვეში 8 გაკვეთილი (16 საათი)
ფასი: 100 ლარი თვეში
 
5. კომბინირებული გაკვეთილები
 
მოითხოვება ინგლისური ენის საშუალო ან მაღალი საშუალო დონე

კურსს უძღვება:



თიმოთი ოგდენ – გაერთიანებული სამეფო, ინგლისი.  განათლება მიღებული აქვს დიდ ბრიტანეთში, კილის უნივერსიტეტში.  მისი ინტერესის არეალია  პოლიტიკა, ჟურნალისტიკა, სპორტი, სამხედრო საქმე.

სასაუბრო ინგლისური +
წერა, ანალიტიკური კითხვა, ლექსიკა, გრამატიკა

კვირაში ერთი გაკვეთილი ეთმობა სასაუბრო ინგლისურს, ინგლისელ პედაგოგთან ერთად. მეორე გაკვეთილი ეთმობა ენის შესწავლისათვის სავალდებულო ყველა ასპექტს, ქართველ პედაგოგთან ერთად.

სასაუბრო ინგლისურის გაკვეთილები მიზნად ისახავს ინგლისური ენის ცოდნისა და კომუნიკაციის უნარის გაღრმავებას. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია უცხოელ პარტნიორებთან, კოლეგებთან თუ მეგობრებთან უკეთ წარმოაჩინონ თავიანთი პროფესიული უნარები, მოახდინონ საკუთარი შეხედულებების კორექტულად გადმოცემა, ჩაერთონ განხილვებში,  გავიდნენ საერთასორისო ასპარეზზე. 

განიხილება საინტერსო თემები.  საუბრები წარიმართება
  • მოგზაურობის,
  • განათლების,
  • ურთიერთობების,
  • გართობის,
  • თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევების შესახებ და სხვ.

ყურადღება დაეთმობა ინტერვიუს თქვენს სასარგებლოდ წარმართვის საკითხს:

  • ნეგატიურის პოზიტიურისკენ შემობრუნება,
  • თქვენი კომპეტენციის წარმოჩენა,
  • მოლაპარაკების წარმოება და სხვ.

ქართველ პედაგოგთან სწავლება იწყება მასალის პრეზენტაციით, ახსნა განმარტებებით და საკვანძო საკითხების ანალიზით, გრამატიკული ასპექტების განხილვა ხდება პრაქტიკულ მაგალითებზე, მიმდინარეობს ტექსტების დამუშავება და მოკლე განხილვა, სავარჯიშოები მიზანმიმართულია კითხვის, წერის და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.

მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად გაკვეთილებზე გამოიყენება  აუდიო  და ვიდეო მასალა, ყოველი თემის დასასრულს ხდება განვლილი მასალის შემოწმება  ტესტირებით, კურსის დასასრულს მიღწეული შედეგი მოწმდება საბოლოო ტესტით. წარმატებული სტუდენტები ჯილდოვდებიან დონის დამადასტურებელი სერტიფიკატით.


კურსის ხანგრძლივობა:  3 თვე
კვირაში 2ჯერ
გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 საათი

ფასი: 125 ლარი თვეში

3თვის ერთიანად გადახდის შემთხვევში: 110 ლარი თვეში

10%იანი ფასდაკლება დღის საათებში (6სთ-მდე)
 
ფასი: 125 ლარი თვეში
 
Read 7112 times Last modified on შაბათი, 07 ნოემბერი 2015 19:55

2 comments

Leave a comment

Make sure you enter the (*) required information where indicated. HTML code is not allowed.