ინგლისური დონეების მიხედვით
1. დამწყები, ელემენტარული, დაბალი საშუალო
2. საშუალო
ინგლისური ენის ყველა ასპექტი: მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა, გრამატიკა. კურსს უძღვებიან ქართველი პედაგოგი. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეეძლება გამოხატოს აზრი ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, ჩაერთოს დისკუსიაში და იყოს თავდაჯერებული აზრის დაფიქსირებისას, გამოიყენოს რთული გრამატიკული კონსტრუქციები წერის დროს, დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები უცხოელ კოლეგებთან.
4. უმაღლესი
კურსს უძღვება:
სასაუბრო ინგლისური + წერა, ანალიტიკური კითხვა, ლექსიკა, გრამატიკა
კვირაში ერთი გაკვეთილი ეთმობა სასაუბრო ინგლისურს, ინგლისელ პედაგოგთან ერთად. მეორე გაკვეთილი ეთმობა ენის შესწავლისათვის სავალდებულო ყველა ასპექტს, ქართველ პედაგოგთან ერთად.
სასაუბრო ინგლისურის გაკვეთილები მიზნად ისახავს ინგლისური ენის ცოდნისა და კომუნიკაციის უნარის გაღრმავებას. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია უცხოელ პარტნიორებთან, კოლეგებთან თუ მეგობრებთან უკეთ წარმოაჩინონ თავიანთი პროფესიული უნარები, მოახდინონ საკუთარი შეხედულებების კორექტულად გადმოცემა, ჩაერთონ განხილვებში, გავიდნენ საერთასორისო ასპარეზზე.
- მოგზაურობის,
- განათლების,
- ურთიერთობების,
- გართობის,
- თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევების შესახებ და სხვ.
ყურადღება დაეთმობა ინტერვიუს თქვენს სასარგებლოდ წარმართვის საკითხს:
- ნეგატიურის პოზიტიურისკენ შემობრუნება,
- თქვენი კომპეტენციის წარმოჩენა,
- მოლაპარაკების წარმოება და სხვ.
ქართველ პედაგოგთან სწავლება იწყება მასალის პრეზენტაციით, ახსნა განმარტებებით და საკვანძო საკითხების ანალიზით, გრამატიკული ასპექტების განხილვა ხდება პრაქტიკულ მაგალითებზე, მიმდინარეობს ტექსტების დამუშავება და მოკლე განხილვა, სავარჯიშოები მიზანმიმართულია კითხვის, წერის და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.
მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად გაკვეთილებზე გამოიყენება აუდიო და ვიდეო მასალა, ყოველი თემის დასასრულს ხდება განვლილი მასალის შემოწმება ტესტირებით, კურსის დასასრულს მიღწეული შედეგი მოწმდება საბოლოო ტესტით. წარმატებული სტუდენტები ჯილდოვდებიან დონის დამადასტურებელი სერტიფიკატით.
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
ფასი: 125 ლარი თვეში
3თვის ერთიანად გადახდის შემთხვევში: 110 ლარი თვეში
10%იანი ფასდაკლება დღის საათებში (6სთ-მდე)