support@oneworld.ge 

+995 32 2 14 68 42

აკადემიური ინგლისური

Rate this item
(0 votes)

TOEFL, IELTS

ინგლისელ პედაგოგთან  IELTS და TOEFL მოსამზადებელ კურსზე დაიშვებიან სტუდენტები, ვისაც უკვე აქვს ინგლისური ენის B2 დონე. კურსის მსვლელობისას მუშავდება  ყველა ასპექტი მოსმენა, კითხვა, ესსეს წერა, საუბარი. 

კურსის რეკომენდირებული ხანგრძლივობა:  2 თვე
კვირაში 2ჯერ
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 2 საათი
სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში: 5-6 ადამიანი

ფასი: 200 ლარი თვეში


IELTS - The International English Language Testing System


შემუშავებულია კემბრიჯის უნივერსიტეტის,  ბრიტანეთის საბჭოს, ავსტრალიის უმაღლესი საგანმანათლებლო  ინსტიტუციების  მიერ. IELTS აღიარებულია  მსოფლიოს 6000-ზე მეტი ორგანიზაციის,  უნივერსიტეტების, საემიგრაციო დეპარტამენტების, სამთავრობო სააგენტოების, პროფესიული დაწესებულებებისა და საერთაშორისო კომპანიების მიერ. 
ტესტს გააჩნია  2 ფორმატი: აკადემიური და ზოგადი.  აკადემიური ფორმატის ტესტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ, ინგლისურენოვან ქვეყანაში  სწავლა აქვს გადაწყვეტილი .  ზოგადი ფორმატის ტესტს კი აბარებენ ისინი,  ვინც  ემიგრაციაში წასვლას ან მუშაობას აპირებს.
ტესტი  შედგება ოთხი ნაწილისაგან: მოსმენა (30 წუთი), კითხვა (60 წუთი), წერა (60 წუთი) და საუბარი (11-14 წუთი). ტესტის მთლიანი ხანგრძლივობაა 2 საათი და 45 წუთი. საუბრის ნაწილი ტარდება  ცალკე, კითხვის, წერის და მოსმენის სეგმენტებისჩაბარებამდე ან შემდეგ.

სერტიფიკატი ღირებულია 2 წლის განმავლობაში


TOEFL - Test of English as a Foreign Language 

ტესტი შემუშავებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას აღიარებს მსოფლიოს 160 ქვეყნის  9000 საგანმანათლებლო ინსტიტუცია. ტესტის ფორმატი სავადასხვაა. საქართველოში ბარდება მხოლოდ IBT TOEFL ანუ გამოცდა ბარდება ინტერნეტის საშუალებით. 
ტესტი შედგება ოთხი ნაწილისაგან: მოსმენა (60 წუთი), კითხვა (60 წუთი), წერა (50 წუთი) და საუბარი (20 წუთი). შესვენება 10 წუთი
ფასდება თითოეული ასპექტი. მაქსიმალური ქულა – 120. უმეტესი უნივერსიტეტი ითხოვს 79 დან 100 ქულამდე.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება  წერით სეგმენტში მიღებულ ქულას.

სერტიფიკატი ღირებულია 1 წლის განმავლობაში

Read 2827 times Last modified on ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 11:17

Leave a comment

Make sure you enter the (*) required information where indicated. HTML code is not allowed.