support@oneworld.ge 

+995 32 2 14 68 42

    ეფექტური კომუნიკაცია

    Rate this item
    (0 votes)

    ტრენინგ კურსის მიზანი: მონაწილეებისთვის ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გამომუშავება, სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიურ-კომუნიკაციური ტექნიკის სწავლება, რომელიც დაეხმარება მათ მომხმარებლის მოთხოვნილებებისა და სურვილების გარკვევაში; მოლაპარაკებების სწორად წარმართვაში; რთულ და კონფლიქტურ სიტუაციებში ეფექტურად რეაგირებაში; რთულ კლიენტებთან ეფექტურ კომუნიკაციასა და მომსახურებაში. გარდა ამისა, კურსის მიზანია მონაწილეებს შეასწავლონ მეთოდი, რომლის საშუალებითაც ისინი შეძლებენ საკუთარი თავის მართვასა და დღის ბოლომდე შრომისუნარიანობის შენარჩუნებას.

    ტრენინგის მეთოდოლოგია: ტრენინგის მიზანია პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. ამიტომ კურსი მთლიანად დამყარებული იქნება სწავლების გამოცდილებით მეთოდზე. თეორიული სწავლება დაბალანსებულია პრაქტიკული სავარჯიშოებით დღიური პროგრამის მიხედვით. ტრენინგისას გამოიყენება სწავლების ისეთი სხვადასხვა ფორმები, როგორიცაა თეორიული პრეზენტაცია, სავარჯიშოები, როლური თამაშები, სიმულაცია, სასწავლო ქეისები, ბრეინსტორმინგი და ფასილიტირებული დისკუსია.

    ძირითადი საკითხები:

    ეფექტური მომსახურება;
    მომხმარებელთა ტიპები;
    მომხმარებელთან ურთიერთობის ძირითადი პრინციპები და ეტაპები;
    კონფლიქტური სიტუაციის მართვა;
    კომუნიკაციის სახეები;
    დარწმუნების ტექნიკა;
    ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია.

    ტრენინგი მიმდინარეობს ქართულ ენაზე

    ტრენინგის ხანგრძლივობა: 22 საათი, კვირაში 2 ჯერ
    კურსის საფასური: 390 ლარი

    ასევე გთავაზობთ კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დისტანციური სწავლების საერთაშორისო სადიპლომო პროგრამას:
    Communication in Business & Management - კურსის დამთავრების შემდეგ, გამოცდის საფუძველზე, გაიცემა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომი (მოითხოვება ინგლისური ენის მაღალი საშუალო დონე B2)
    ფასი 1000 ლარი

    Read 3255 times Last modified on ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 12:03

    Leave a comment

    Make sure you enter the (*) required information where indicated. HTML code is not allowed.