support@oneworld.ge 

+995 32 2 14 68 42

    სასტუმროს მართვა

    Rate this item
    (0 votes)

    სასტუმროების ქსელისა და ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ეს შეუძლებელია სერვისის მაღალი სტანდარტის დანერგვის გარეშე. სასტუმროებისა და ტურისტების რაოდენობა დღითი-დღე იზრდება, თუმცა მაღალი ხარისხის მომსახურების ნაკლებობა ისევ დიდ პრობლემად რჩება. იმისათვის რომ მომსახურება გაუმჯობესდეს, კვალიფიცირებული კადრებია საჭირო. ჩვენ გთავაზობთ მრავალპროფილიან სასწავლო კურსს :

    სასტუმროს მართვა

    კურსის მიზანი: მონაწილეთა მომზადება, მათთვის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გადაცემა, სხვადასხვა აუცილებელი უნარის გამომუშავება, ეფექტურად მუშაობისათვის აუცილებელი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობის მიცემა.

    კურსის თემატიკა:

    ურთიერთგაცნობა, საგნის არსი და მისი მნიშვნელობა, სასტუმროს მომსახურების სფეროს თანამშრომლების როლი, სამუშაოსთვის აუცილებელი მახასიათებლები და მათი განვითარების გზები, მომსახურების ეტიკეტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები ( მარკეტინგის როლი სასტუმროში), სასტუმროს პროდუქტის რეალიზაციის საფუძვლები, სასტუმრო დაწესებულებების ისტორიული განვითარება, FRONT-DESK-ის თანამშრომელთა შესაფერისი მოქცევა, სასტუმრო ოთახების კატეგორიები, სასტუმროს განყოფილებები, სასტუმროს მართვის სტრუქტურა აღმასრულებელკომიტეტი.სტუმრების მიღება - განთავსების სამსახური, დაჯავშნის სამსახური - სატელეფონო ეტიკეტი. სტუმრის რეგისტრაცია სასტუმროში - საერთაშორისო სტანდარტიზაცია (CHECK IN), პრეტენზიების მიღება სტუმრებისაგან, სასტუმროს მარკეტინგი, სასტუმროს დასუფთავების სამსახური, სამედიცინო მომსახურება სასტუმროში და სხვა.

    მეთოდი: თეორიული ნაწილი დაბალანსებულია პრაქტიკული სავარჯიშოებით. გამოიყენება: პრეზენტაციები, როლური თამაშები, სასწავლო ქეისები.

    თეორიული კურსის ხანგრძლივობა - 44 საათი
    პრაქტიკული კურსი/სტაჟირება – 16 საათი
    მეცადინეობები ტარდება კვირაში 2 ჯერ
    ტრენინგის ხანგრძლივობა 2 საათი

    სტაჟირება მიმდინარეობს საერთაშორისო ქსელის პრესტიჟულ სასტუმროებში საქართველოს მასშტაბით: ყველაზე წარმატებულ ქსელურ სასტუმროებში. სტაჟირების დროს შეისწავლით სასტუმროს მართვის კომპიუტერულ პროგრამას Opera, პრაქტიკულად განახორციელებთ სხვადასხვა ოპერაციებს, შეიძენთ საჭირო უნარ-ჩვევებს.

    კურსის საფასური: 650 ლარი

    ფასი მოიცავს:

    1. სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი

    2. სტაჟირება საერთაშორისო ქსელის პრესტიჟულ სასტუმროებში

    3. ექსკურსიები ქსელურ სასტუმროებში

    4. სერვისის სფეროში დასაქმების პერსპექტივა


    კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე. ზოგადი მოთხოვნები, რომელსაც ყველა დამსაქმებელი აყენებს: თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, სერტიფიკატი, პიროვნული და პროფესიული თვისებები: მოწესრიგებული, დისციპლინირებული, ოპერატიული, დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი, კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი. სერვისის სფეროსთვის საჭირო კომპუტერული პროგრამის ცოდნა.

    ასევე გთავაზობთ კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დისტანციური სწავლების საერთაშორისო სადიპლომო პროგრამას:

    Hotel Oprerations and Management - კურსის დამთავრების შემდეგ, გამოცდის საფუძველზე, გაიცემა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომი (მოითხოვება ინგლისური ენის მაღალი საშუალო დონე B2)
    ფასი 850 ლარი

    Read 3529 times Last modified on ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 12:05

    Leave a comment

    Make sure you enter the (*) required information where indicated. HTML code is not allowed.