support@oneworld.ge 

+995 32 2 14 68 42

    ბუღალტერია

    Rate this item
    (0 votes)

     ბუღალტრული აღრიცხვის, საგადასახადო აღრიცხვისა და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების კურსი:

    მიზნობრივი ჯგუფები: დამწყები და მომქმედი ბუღალტრები

    კურსის აღწერა: ტრეინინგ პროგრამა შექმნილია კვალიფიციური, გამოცდილი ბუღალტრებისა და აუდიტების ჯგუფის მიერ და ითვალისწინებს ფინანსური აღრიცხვის, საგადასახადო კოდექსისა და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების ( ORIS, INFO, 1C ბუღალტრულ – მენეჯერული მოდულები 8.1, 7.1) კომპლექსურ შესწავლას, რის საფუძველზეც შეძლებთ კომპლექსური ამოცანების გადაჭრას, რაც გულისხმობს როგორც ფინანსური უწყისების, ასევე საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას, რთულ ფინანსურ სიტუაციაში კომპანიისათვის მართებული რჩევის მიცემას და საგადასახადო კანონების მორგებას კომპანიის სასიკეთოდ.

    სწავლის მეთოდი: ლექციები, ინტერაქტივი, დისკუსია, პრაქტიკული სამუშაოები, თემატური გამოკითხვა, შეფასების ტესტები, კურსის განმავლობაში ჩატარდება ორი შუალედური ტესტირება, ხოლო დასრულებისას სასერთიფიკატო გამოცდა.

    შედეგი: პროგრამის სრულყოფილად დაუფლების შემდეგ თქვენ შეძლებთ აწარმოოთ ნებისმიერი ორგანიზაციული ფორმის საბუღალტრო საქმე და სრულყოფილად წარმართოდ საგადასახდო აღრიცხვიანობა.

    დამატებითი ბენეფიტები და უპირატესობები:
    კურსს უძღვება გამოცდილი პროფესიონალი
    მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა და უახლესი საგადასახადო კოდექსი
    კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი

    კურსის საფასური -450 ლარი
    კურსის ხანგრძლივობა 2 თვე
    მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 2 ჯერ
    ხანგრძლივობა 2 საათი

    სტაჟირება

    ტრენინგი მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

    ასევე გთავაზობთ კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დისტანციური სწავლების
    საერთაშორისო სადიპლომო პროგრამას:
    Accounting & Finance in Business & Management - კურსის დამთავრების შემდეგ, გამოცდის საფუძველზე, გაიცემა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომი (მოითხოვება ინგლისური ენის მაღალი საშუალო დონე B2)
    ფასი 850 ლარი
    Bookkeeping & Accounts/Business Bookkeeping & Account –  კურსის დამთავრების შემდეგ, გამოცდის საფუძველზე, გაიცემა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომი (მოითხოვება ინგლისური ენის მაღალი საშუალო დონე B2)
    ფასი 850 ლარი

    Read 8544 times Last modified on Monday, 02 November 2015 12:14

    Leave a comment

    Make sure you enter the (*) required information where indicated. HTML code is not allowed.