support@oneworld.ge 

+995 32 2 14 68 42

    ლოგისტიკა/მოწოდებათა ქსელი

    Rate this item
    (0 votes)

    კურსს უძღვება საერთაშორისო სტანდარტების სპეციალისტი, FIATA Federation Internationale des Associations de Transitaires et Assimiles დიპლომის მფლობელი, ტრენერი  ნინო გაბელია

    კურსი მიზნად ისახავს მონაწილეთათვის ლოგისტიკის თეორიული საკითხების მიწოდებას, თეორიულიცოდნის  პრაქტიკაში გამოყენების სწავლებას.

    შეისწავლება ლოგისტიკური ქსელის შემადგენელი თითოეული საკითხი როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით.

    ტრენინგ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ექნებათ სრული წარმოდგენა საექსპედიტორო საქმიანობისა და ტრანსპორტის მართვის შესახებ, რაც შესაძლებლობას მისცემთ მიღებული ცოდნა ნაყოფიერად გამოიყენონ პრაქტიკაში.

    კურსიმოიცავს:

    • ბიზნეს ლოგისტიკა, მოწოდებათა ქსელი (LSC) მოქმედებათა ერთობლიობა
    • კლიენტის მოლოდინი, დამატებითი ფასი, მიზანი
    • ლოგისტიკა/ მოწოდებათაქსელი (LSC) სტრატეგია, დაგეგმვა, ხარჯები, შესრულების სტრატეგია, (LSC) მოპოვების გზები, მიმართულებები
    • LSC პროდუქტი, პროდუქტის აღწერა, დახასიათება, შეფუთვა, შეფასება, წამახალისებელი ფასი
    • LSC კლიენტის მომსახურება, შეკვეთის შესრულების დრო, გაყიდვებისა და მომსახურების ურთიერთკავშირი, დონეები და წინააღმდეგობები
    • შეკვეთის შესრულება, დრო და სხვა ფაქტორები, ლოგისტიკის ინფორმაციული სისტემა, ხელმძღვანელობის სისტემა 
    • სატრანსპორტო სისტემა და გადაწყვეტილებები, დახასიათება, სახაზო საერთაშორისო სააგენტოები, პორტები, ტერმინალები.

    მეთოდი: პრაქტიკული დავალებები, პრეზენტაცია, ტესტი.


    ტრენინგის მონაწილეებისთვის ეწყობა 1 დღიანი სამუშაო ვიზიტი ფოთის პორტში, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები: 

    1. დაათვალიერებენ  ნავმისადგომებსა და სხვადასხვა ტვირთების ტერმინალებს. გაიცემა ფოთის პორტში შესასვლელად საჭირო საშვები და ჩაფხუტები და ჟილეტები.

    2. გაეცნობიან ტვირთის გაფორმებისათვის საჭირო თითოეულ პროცედურას: საკონტეინერო ტერმინალიდან ტვირთის გატანას, გაფორმების ეროვნულ ზონაში (გეზი) ტვირთის გაფორმების პროცედურას (რა დოკუმენტაცია არის საჭირო იმპრტის, ექსპორტის, ტრანზიტის დროს); სამანქანო ტრანსპორტირების შემთხვევაში სატრანსპორტო ზედდებულის (CMR)-ის გამოწერას და ტვირთის გაშვებას. თითოეული დოკუმენტაციის გამოწერისა და გაფორმების პროცესებს მათ ჩვენი ოპერატიული მენეჯერი გააცნობს.

    3. დაათვალიერებენ ლოგისტიკური კომპანიის "არბიეს ლოგისტიკ"-ის ფოთის ოპერატიული ოფისს.


    კურსის ხანგრძლივობა: 26 საათი
    ფასი: 350 ლარი 
    გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად
    ფასი მოიცავს: სასწავლო მასალა, სერტიფიკატი, ვიზიტი ფოთის პორტში, ოპერატიული თანამშრომლის და სამარშრუტო ტაქსის მომსახურება ფოთში,  მგზავრობა მატარებლით
    მსურველებისთვის შესაძლებელია სასტუმროს დაჯავშნა დამატებითი გადასახადით

    კურსი მიმდინარეობს ქართულ ენაზე.




    ასევე გთავაზობთ:
    ლოგისტიკა + ინგლისური ლოგისტიკისათვის (კომბინირებული კურსი)

    პროგრამა შემუშავებულია სპეციალურად მათთვის, ვინც მუშაობს ლოგისტიკის მიმართულებით და ვისთვისაც საჭიროა ფლობდეს ინგლისურს სხვადასხვა სიტუაციაში: კოლეგებთან, პარტნიორებთან, მომწოდებლებთან თუ მიმღებებთან ურთიერთობისას.
    პროგრამა გვაწვდის ზუსტ ლექსიკას და ფართოდ გამოყენებად ფრაზებს, რომლებიც აუცილებელია საზღვაო აგენტებთან, საბაჟო ბროკერებთან და ფრახტის მომწოდებლებთან ურთიერთობისას.

    ტრენინგის ხანგეძლივობა: 42 საათი
    ფასი:390 ლარი
    კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე, გაიცემა One World-ის სერტიფიკატი

    ასევე შესაძლებელია კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დისტანციური სწავლების საერთაშორისო სადიპლომო შემდეგი პროგრამები:
    Logistics, Supply Chain & Transport Management 1,500 ლარი - კურსის დამთავრების შემდეგ, გამოცდის საფუძველზე, გაიცემა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომი (მოითხოვება ინგლისური ენის მაღალი საშუალო B2  დონე)
    Event Management: Operationas & Logistics - 1,500 ლარი - კურსის დამთავრების შემდეგ, გამოცდის საფუძველზე, გაიცემა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომი (მოითხოვება ინგლისური ენის მაღალი საშუალო B2 დონე)
     Supply Chain Strategy & Organisation - 1,500 ლარი - კურსის დამთავრების შემდეგ, გამოცდის საფუძველზე, გაიცემა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომი (მოითხოვება ინგლისური ენის მაღალი საშუალო B2 დონე)
     Stores Management & Stock (Inventory) Control- 1,000 ლარი - კურსის დამთავრების შემდეგ, გამოცდის საფუძველზე, გაიცემა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომი (მოითხოვება ინგლისური ენის მაღალი საშუალო B2 დონე)

                                იხილეთ საერთაშორისო სადიპლომო პროგრამების ჩამონათვალი

    Read 5404 times Last modified on ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 06:33

    1 comment

    Leave a comment

    Make sure you enter the (*) required information where indicated. HTML code is not allowed.