support@oneworld.ge 

+995 32 2 14 68 42

    Uncategorised

    Uncategorised (49)

    ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 12:02

    ეფექტური კომუნიკაცია

    Written by

    ტრენინგ კურსის მიზანი: მონაწილეებისთვის ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გამომუშავება, სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიურ-კომუნიკაციური ტექნიკის სწავლება, რომელიც დაეხმარება მათ მომხმარებლის მოთხოვნილებებისა და სურვილების გარკვევაში; მოლაპარაკებების სწორად წარმართვაში; რთულ და კონფლიქტურ სიტუაციებში ეფექტურად რეაგირებაში; რთულ კლიენტებთან ეფექტურ კომუნიკაციასა და მომსახურებაში. გარდა ამისა, კურსის მიზანია მონაწილეებს შეასწავლონ მეთოდი, რომლის საშუალებითაც ისინი შეძლებენ საკუთარი თავის მართვასა და დღის ბოლომდე შრომისუნარიანობის შენარჩუნებას.

    ტრენინგის მეთოდოლოგია: ტრენინგის მიზანია პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. ამიტომ კურსი მთლიანად დამყარებული იქნება სწავლების გამოცდილებით მეთოდზე. თეორიული სწავლება დაბალანსებულია პრაქტიკული სავარჯიშოებით დღიური პროგრამის მიხედვით. ტრენინგისას გამოიყენება სწავლების ისეთი სხვადასხვა ფორმები, როგორიცაა თეორიული პრეზენტაცია, სავარჯიშოები, როლური თამაშები, სიმულაცია, სასწავლო ქეისები, ბრეინსტორმინგი და ფასილიტირებული დისკუსია.

    ძირითადი საკითხები:

    ეფექტური მომსახურება;
    მომხმარებელთა ტიპები;
    მომხმარებელთან ურთიერთობის ძირითადი პრინციპები და ეტაპები;
    კონფლიქტური სიტუაციის მართვა;
    კომუნიკაციის სახეები;
    დარწმუნების ტექნიკა;
    ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია.

    ტრენინგი მიმდინარეობს ქართულ ენაზე

    ტრენინგის ხანგრძლივობა: 22 საათი, კვირაში 2 ჯერ
    კურსის საფასური: 390 ლარი

    ასევე გთავაზობთ კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დისტანციური სწავლების საერთაშორისო სადიპლომო პროგრამას:
    Communication in Business & Management - კურსის დამთავრების შემდეგ, გამოცდის საფუძველზე, გაიცემა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომი (მოითხოვება ინგლისური ენის მაღალი საშუალო დონე B2)
    ფასი 1000 ლარი

    ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 12:01

    ლოჯისტიკა/მოწოდებათა ქსელი

    Written by

    ლოგისტიკა/მოწოდებათა ქსელი

    კურსს უძღვება საერთაშორისო სტანდარტების სპეციალისტი, FIATA Federation Internationale des Associations de Transitaires et Assimiles დიპლომის მფლობელი, ტრენერი  ნინო გაბელია

    კურსი მიზნად ისახავს მონაწილეთათვის ლოგისტიკის თეორიული საკითხების მიწოდებას, თეორიულიცოდნის  პრაქტიკაში გამოყენების სწავლებას.

    შეისწავლება ლოგისტიკური ქსელის შემადგენელი თითოეული საკითხი როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით.

    ტრენინგ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ექნებათ სრული წარმოდგენა საექსპედიტორო საქმიანობისა და ტრანსპორტის მართვის შესახებ, რაც შესაძლებლობას მისცემთ მიღებული ცოდნა ნაყოფიერად გამოიყენონ პრაქტიკაში.

    კურსიმოიცავს:

     

    • ბიზნეს ლოგისტიკა, მოწოდებათა ქსელი (LSC) მოქმედებათა ერთობლიობა
    • კლიენტის მოლოდინი, დამატებითი ფასი, მიზანი
    • ლოგისტიკა/ მოწოდებათაქსელი (LSC) სტრატეგია, დაგეგმვა, ხარჯები, შესრულების სტრატეგია, (LSC) მოპოვების გზები, მიმართულებები
    • LSC პროდუქტი, პროდუქტის აღწერა, დახასიათება, შეფუთვა, შეფასება, წამახალისებელი ფასი
    • LSC კლიენტის მომსახურება, შეკვეთის შესრულების დრო, გაყიდვებისა და მომსახურების ურთიერთკავშირი, დონეები და წინააღმდეგობები
    • შეკვეთის შესრულება, დრო და სხვა ფაქტორები, ლოგისტიკის ინფორმაციული სისტემა, ხელმძღვანელობის სისტემა 
    • სატრანსპორტო სისტემა და გადაწყვეტილებები, დახასიათება, სახაზო საერთაშორისო სააგენტოები, პორტები, ტერმინალები.

    მეთოდი: პრაქტიკული დავალებები, პრეზენტაცია, ტესტი.


    ტრენინგის მონაწილეებისთვის ეწყობა 1 დღიანი სამუშაო ვიზიტი ფოთის პორტში, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები: 

    1. დაათვალიერებენ  ნავმისადგომებსა და სხვადასხვა ტვირთების ტერმინალებს. გაიცემა ფოთის პორტში შესასვლელად საჭირო საშვები და ჩაფხუტები და ჟილეტები.

    2. გაეცნობიან ტვირთის გაფორმებისათვის საჭირო თითოეულ პროცედურას: საკონტეინერო ტერმინალიდან ტვირთის გატანას, გაფორმების ეროვნულ ზონაში (გეზი) ტვირთის გაფორმების პროცედურას (რა დოკუმენტაცია არის საჭირო იმპრტის, ექსპორტის, ტრანზიტის დროს); სამანქანო ტრანსპორტირების შემთხვევაში სატრანსპორტო ზედდებულის (CMR)-ის გამოწერას და ტვირთის გაშვებას. თითოეული დოკუმენტაციის გამოწერისა და გაფორმების პროცესებს მათ ჩვენი ოპერატიული მენეჯერი გააცნობს.

    3. დაათვალიერებენ ლოგისტიკური კომპანიის "არბიეს ლოგისტიკ"-ის ფოთის ოპერატიული ოფისს.


    კურსის ხანგრძლივობა: 26 საათი
    ფასი: 350 ლარი 
    გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად
    ფასი მოიცავს: სასწავლო მასალა, სერტიფიკატი, ვიზიტი ფოთის პორტში, ოპერატიული თანამშრომლის და სამარშრუტო ტაქსის მომსახურება ფოთში,  მგზავრობა მატარებლით
    მსურველებისთვის შესაძლებელია სასტუმროს დაჯავშნა დამატებითი გადასახადით

    კურსი მიმდინარეობს ქართულ ენაზე.




    ასევე გთავაზობთ:
    ლოგისტიკა + ინგლისური ლოგისტიკისათვის (კომბინირებული კურსი)

    პროგრამა შემუშავებულია სპეციალურად მათთვის, ვინც მუშაობს ლოგისტიკის მიმართულებით და ვისთვისაც საჭიროა ფლობდეს ინგლისურს სხვადასხვა სიტუაციაში: კოლეგებთან, პარტნიორებთან, მომწოდებლებთან თუ მიმღებებთან ურთიერთობისას.
    პროგრამა გვაწვდის ზუსტ ლექსიკას და ფართოდ გამოყენებად ფრაზებს, რომლებიც აუცილებელია საზღვაო აგენტებთან, საბაჟო ბროკერებთან და ფრახტის მომწოდებლებთან ურთიერთობისას.

    ტრენინგის ხანგეძლივობა: 42 საათი
    ფასი:390 ლარი
    კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე, გაიცემა One World-ის სერტიფიკატი

    ასევე შესაძლებელია კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დისტანციური სწავლების საერთაშორისო სადიპლომო შემდეგი პროგრამები:
    Logistics, Supply Chain & Transport Management 1,500 ლარი - კურსის დამთავრების შემდეგ, გამოცდის საფუძველზე, გაიცემა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომი (მოითხოვება ინგლისური ენის მაღალი საშუალო B2  დონე)
    Event Management: Operationas & Logistics - 1,500 ლარი - კურსის დამთავრების შემდეგ, გამოცდის საფუძველზე, გაიცემა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომი (მოითხოვება ინგლისური ენის მაღალი საშუალო B2 დონე)
     Supply Chain Strategy & Organisation - 1,500 ლარი - კურსის დამთავრების შემდეგ, გამოცდის საფუძველზე, გაიცემა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომი (მოითხოვება ინგლისური ენის მაღალი საშუალო B2 დონე)
     Stores Management & Stock (Inventory) Control- 1,000 ლარი - კურსის დამთავრების შემდეგ, გამოცდის საფუძველზე, გაიცემა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომი (მოითხოვება ინგლისური ენის მაღალი საშუალო B2 დონე)

     

    ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 11:58

    ინგლისური მედიკოსებისათვის

    Written by

    ინგლისური  ექიმებისათვის

    კურსი მიზნად ისახავს ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესებას სამედიცინო სფეროში. ამარტივებს პაციენტებთან, მათ ახლობლებთან, კოლეგებთან ურთიერთობას. შესაძლოს ხდის ყოველგავარი სამედიცინო ლიტერატურის ადვილად გაგებას. სასარგებლოა სტუდენტებისათვის და პრაქტიკოსი პროფესიონალებისათვის. კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შესძლებთ ინგლისურად წარმართოთ კვლევა, დასვათ დიაგნოზი, დანიშნოთ მკურნალობა, განიხილოთ ესა თუ ის საკითხი ინგლისურენოვან კოლეგებთან. წაიყვანოთ თერაპიული, ქირურგიული, ფიზიო-თერაპიული მკურნალობა.

    კურსის ხანგრძლივობა 3 თვე
    გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ
    გაკვეთილის ხანგრძლივობა  2 საათი
    კურსის საფასური: 390 ლარიმოითხოვება ინგლისური ენის საშუალო დონე
    ფასი მოიცავს: სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია, აუდიო და დამხმარე მასალა, სერტიფიკატი

    ინგლისური ექთნებისათვის
    კურსი განკუთვნილია პროფესიონალი ექთნებისათვის, რომლებსაც უცხოელ კოლეგებთან უხდებათ მუშაობა ან გეგმავენ სამუშაო გამოცდილების მიღების მიზნით საზღვარგარეთ გამგზავრებას.
    განიხილება ექთნების უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები სხვადასხვა გარემოებასა და შემთხვევებში: საავადმყოფოს მიმღები განყოფილება, მძიმე  ავადმყოფთა და მოხუცთა მოვლა, ჭარბწონიანი  და დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მოვლა, ბავშვების მოვლა, მონიტორინგი, რთული შემთხვევები - კომა, სიკვდილი, შიზოფრენია, ანესთეზიის პროცედურა, ეუთენზია, ავადმყოფთა ნათესავებთან ურთიერთობა და სხვა.

    კურსის ხანგრძლივობა 2 თვე
    გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ
    გაკვეთილის ხანგრძლივობა; 2 საათი
    კურსის საფასური: 260 ლარი
    მოითხოვება ინგლისური ენის საშუალო დონე
    ფასი მოიცავს: სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია, აუდიო და დამხმარე მასალა, სერტიფიკატი

    ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 11:57

    ინგლისური ჟურნალისტებისათვის

    Written by

    ინგლისური  ჟურნალისტებისათვის
    კურსი ამაღლებს ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის შესაძლებლობას, პროფესიული ინგლისურის ცოდნას, ანვითარებს პროფესიულ უნარს. კურსი მოიცავს მედიის ყველა სფეროს: ბეჭვდითი, რადიო და ტელეჟურნალისტიკა. გამოიყენება: ავთენტური სასწავლო მასალა, როგორიცაა: საგაზეთო სტატიები, ფილმების ჩანაწერები, სარეკლამო  განცხადებები, განიხილება მედიასთან დაკავშირებული საკითხები, ტელე და რადიო მარკეტინგი. კურსი აუმჯობესებს საგაზეთო სტატიების წერის უნარს, მოქნილი და ინტრიგის შემცველი სათაურების სწორად გამოყენებას.

    კურსის ხანგრძლივობა 2 თვე
    გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ
    გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 საათი
    კურსის საფასური: 240 ლარი

    ფასი მოიცავს:  სასწავლო  მასალა, სერტიფიკატი
    მოითხოვება ინგლისური ენის საშუალო დონე

    ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 11:56

    ინგლისური სასტუმრო ინდუსტრიისათვის

    Written by

    ინგლისური სასტუმრო ინდუსტრიისათვის

    კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც აპირებს ან უკვე დასაქმებულია სატუმრო ინდუსტრიაში. თქვენ საშუალება გეძლევათ შეისწავლოთ სპეციფიური ტერმინოლოგია, აიმაღლოთ ინგლისური ენის დონე, სწორად მოახდინოთ სტუმრებთან კომუნიკაცია, შეძლოთ შეუქმნათ სტუმრებს მეტი კომფორტი.
    განიხილება ენის შესწავლისათვის აუცილებელი ყველა ასპექტი: კითხვა, წერა, მოსმენა, საუბარი, გრამატიკა. საშუალება გექნებათ პრეზენტაციის სახით წარმოადგინოთ უკვე შესწავლილი მასალა, შეასრულოთ პრაქტიკული დავალებები.

    მოითხოვება ინგლისური ენის ელემენტალური დონე

    კურსის ხანგრძლივობა 2 თვე
    გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ
    გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 საათი
    კურსის საფასური: 240 ლარი
    ფასი მოიცავს: სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია, აუდიო და დამხმარე მასალა, სერტიფიკატი

    ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 11:54

    ინგლისური ფინანსისტებისთვის

    Written by

    კურსი განკუთვნილია სტუდენტებისა და პროფესიონალი ფინანსისტებისათვის, რომელთა ყოველდღიური პროფესიული საქმიანობა მოითხოვს ინგლისური ენის ეფექტურად გამოყენებას. კურსი შესაძლოს ხდის მსმენელთა საერთაშორისო არენაზე მოღვაწეობას, საგრძნობლად აუმჯობესებს კოლეგებსა და კლიენტებთან ინგლისურ ენაზე კომუნიკაციას. ინგლისურენოვანი ფაკულტეტების სტუდენტებს უმარტივებს დარგის საფუძვლიანად შესწავლის პროცესს, სპეციალისტებს საშუალებას აძლევს გამოამჟღავნონ პროფესიული დონე საერთასორისო ასპარეზზე.

    კურსი მოიცავს:

    ფინანსური რეპორტი
    კომპანიის ფინანსური სტრატეგია
    რისკის შეფასების ანალიზი
    აუდიტი
    პროფესიული ეთიკა
    ბიუჯეტირება
    კორპორაცუიული მმართველობა
    ხარჯები და მმართველობითი მენეჯმენტი
    გარემოსა და მდგრადობის საკითხები
    დაზღვევა
    გადასახადები
    საბანკო საკითხები და სხვა

    კურსის ხანგრძლივობა 3 თვე
    გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ
    გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 საათი
    კურსის საფასური: 360 ლარი

    მოითხოვება ინგლისური ენის საშუალო დონე
    ფასი მოიცავს: სასწავლო მასალა, სერტიფიკატი

    ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 11:52

    ინგლისური ინჟინრებისთვის

    Written by


    კურსი განკუთვნილია პროფესიონალი ინჟინრებისათვის. ამაღლებს ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის შესაძლებლობებს კოლეგებსა და მომხმარებლთა შორის. პროგრამა მოიცავს ინჟინერიის ყველა სფეროს სამოქალაქო ინჟინერიისა და ელექტრო მექანიკური ინჟინერიის ჩათვლით.
    კურსი მიზნად ისახავს საინჟინრო საქმის სპეციალისტების მომზადებას ყოველდღიური საქმიანობისათვის, მათი კომუნიკაციის უნარის ამაღლებას. გამოიყენება აუდიო მასალა, ავთენტური ტექსტები, განიხილება რეალური მაგალითები.

    განიხილება ისეთი თემები როგორიცაა: უსაფრთხოების ზომები, მონიტორინგი, კონტროლი, საინჟინრო დიზაინი, ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტა რეალური მაგალითებზე და მრავალი სხვა

    კურსის ხანგრძლივობა 3 თვე
    გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ
    გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 საათი
    კურსის საფასური: 390 ლარი
    ფასი მოიცავს: სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია, აუდიო და დამხმარე მასალა, სერტიფიკატი

    ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 11:50

    რუსული

    Written by

    რუსული ენის  კურსი

    განკუთვნილია მათთვის, ვისაც რუსული  ენის სწრაფად შესწავლა ან დონის ამაღლება სურს.
    სტუდენტები მიიღებიან ტესტირების საფუძველზე.
    სწავლება მიმდინარეობს ყველა დონეზე. გამოიყენება ცენტრში ადაპტირებული  სწავლების თანამედროვე (ინტერაქტიური) მეთოდი, რომელიც მსმენელების მაქსიმალურად ჩართულობის საშუალებას იძლევა.
    რუსული ენის  კურსი არ არის საშინაო დავალებაზე ორიენტირებული, მიზნად ისახავს  კომუნიკაციის, საუბრის, კითხვის, წერის, მოსმენის, მართლწერის უნარის გაუმჯობესებას.
    კურსის დასრულებისას, ტესტირების საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი.

    გაკვეთილები  ტარდება კვირაში 2– ჯერ, გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,5 საათი;
    თითოეული დონის ხანგრძლივობა 3 თვეა;
    სტუდენტთა რაოდენობა ჯგუფში – 5-6

    ფასი - 80 ლარი თვეში

    ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 11:36

    ინგლისური იურისტებისთვის

    Written by

    ILE - International Legal English  -  ინგლისური ენის კურსი იურისტებისათვის

    კურსი განკუთვნილია: იურისტებისათვის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებისათვის

    კურსი საშუალებას აძლევს სტუდენტებს: საგრძნობლად გააუმჯობესონ ინგლისური ენის დონე, გამოიყენონ ინგლისური ენა თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში

    განიხილება:

    საკონტრაქტო სამართალი, დელიქტური სამართალი, სისხლის სამართალი, კომერციული სამართალი, უძრავი ქონების სამართალი, სასამართლო დავები და სამართალი, საერთაშორისო სამართალი, შედარებითი სამართალი და მრავალი სხვა
    კურსი აგებულია ენის შესწავლისათვის სავალდებულო ყველა ასპექტის გათვალისწინებით: წერა, ანალიტიკური კითხვა, საუბარი, მოსმენა, პრეზენტაცია.

    კურსის ხანგრძლივობა  - 3 თვე
    გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ 
    გაკვეთილის ხანგრძლივობა  - 2 საათი

    ფასი: 125 ლარი თვეში 
    ფასი მოიცავს ელექტრონულ სახელმძღვანელოს და აუდიო მასალას.
    გაიცემა სერტიფიკატი


    მოითხოვება ინგლისური ენის საშუალო დონე

     

    ILEC


    ინგლისური ენის საერთაშორისო სასერთიფიკატო კურსი იურისტებისათვის  -  ILEC

    კურსი განკუთვნილია: იურისტებისათვის, იურიდიული ფაკულტეტი, სტუდენტებისათვის, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებისათვის
    კურსი საშუალებას აძლევს სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით წარმოაჩინონ თავიანთი პროფესიული საქმიანობა, გამოიყენონ ინგლისური ენა პროფესიულ დონეზე, შესძლონ უცხოელ კოლეგებთან თანაბარი პირობებით საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწეობა.
    გაიცემა One World სერტიფიკატი, ასევე, სტუდენტებს საშუალება ექნებათ მოიპოვონ კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო სერტიფიკატი (ILEC)  -  ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი სამართლის სფეროში

    კურსის ხანგრძლივობა  - 6 თვე
    გაკვეთილები ტარდება კვირაში 3-ჯერ 
    გაკვეთილის ხანგრძლივობა  - 2 საათი
    კურსის საფასური  -  900 ლარი
    ფასი მოიცავს: სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია, აუდიო მასალა, სერტიფიკატი
    მოითხოვება ინგლისური ენის მაღალი დონე

    ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 11:34

    სწავლების მეთოდი

    Written by
    სამუშაო მეთოდისა და სწავლების პროცესის აღწერილობა 
     
    უცხო ენის შესასწავლად სხვადასხვა ადაპტირებული მეთოდი გამოიყენება. One World ირჩევს სწავლების კოოპერატიულ მეთოდს. მეთოდის ძირითადი პრიორიტეტი ინტერაქტიური გაკვეთილების ჩატარებაა. მრავალი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს, რომ ასეთი მეთოდის გამოყენება უცხო ენის უფრო ღრმად გაგების საშუალებას იძლევა. სტუდენტების მეტყველება სწრაფად იხვეწება და უცხო ენის სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი. მეთოდის სრულად დანერგვისათვის სხვადასხვა სახელმძღვანელოები და დამხმარე მასალა გამოიყენება. ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილავთ ინტერაქტიური გაკვეთილის მიმდინარეობას: 
    სტუდენტები იყოფიან 4 – 5 კაციან ჯგუფებად და იწყება 4 საფეხურიანი ციკლი: სწავლება, ჯგუფური მეცადინეობა, ტესტირება, შეფასება.
     
     სწავლება იწყება მასალის პრეზენტაციით, ახსნა განმარტებებით და საკვანძო საკითხების ანალიზით
     გრამატიკული ასპექტების განხილვა ხდება პრაქტიკულ მაგალითებზე
     მიმდინარეობს ტექსტების დამუშავება და მოკლე განხილვა
     სავარჯიშოები მიზანმიმართულია კითხვის, წერის და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად
     
    იმისთვის რომ სწავლების პროცესი უფრო სახალისო იყოს, დროდადრო პროგრამაში ჩართულია ვიდეო მასალა და ინტელექტუალური თამაშები. ჯგუფური მეცადინეობის დროს ჯგუფები მოქმედებენ კოოპერეტიულად და მუშაობენ საკითხებზე ერთად მუშაობენ.  შემდეგ ყოველი სტუდენტი ინდივიდუალურად მუშაობს და შესწავლილ მასალას წარმოადგენს ტესტისა და ზეპირი პრეზენტაციის სახით.