support@oneworld.ge 

+995 32 2 14 68 42

    ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 18:24

    წარმატებული სტუდენტები


    თათა ბუკია
    CAE - 80 ქულა



    თამთა მესხორაძე
    კემბრიჯის პირველი სერტიფიკატი – FCE - B2



    მელიტა დიაკონიძე
    IELTS - 6.5 ქულა



    მელანო სირბილაძე
    IELTS - 7ქულა !!!

     
    ნინო ლაბარტყავა
    IELTS გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, 
    ბორმუტის (ინგლისი) ხელოვნების უნივერსიტეტმა გრაფიკული დიზაინის სადიპლომო კურსზე მიიღო



    მარიამ ბებიაშვილი
    IELTS - ქულა 6.5





    სოფიო ნაცვლიშვილი
    CAE - 80 ქულა




    ანანო ბაქრაძე
    ბიზნეს ინგლისური – კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომი

    ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 18:20

    განხორციელებული პროექტები

    2015 წელი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების წარმომადგენელთათვის გადამზადების კურსების ქართულ ენაზე განხორციელება - მიმდინარე

    2014 წლის დეკემბერი – ბათუმი –აჭარის ა.რ. ფარგლებში არსებული კვების ობიექტების პერსონალისთვის გადამზადების კურსების ჩატარება

    2014 წლის მარტი-ივნისი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვის ზოგადი ინგლისურის კურსის ჩატარება

    2013 წლის ივნისი-აგვისტო, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის - Statistics Sweden თანამშრომლებისთვის ზოგადი ინგლისურის კურსის ჩატარება

    2013 წელი, ოქტომბერი – დეკემბერი, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის ინგლისურის შემსწავლელი კურსების ჩატარება – ინგლისური იურისტებისათვის

    2011 – 2012 წლები, ოქტომბერი – ივლისი, თბილისი, საქართველოს პარლამენტი UNDP - პროექტი N000071754 - A Strong Parliament in a Consolidated Democracy  საქართველოს პარლამენტის თანამშრომლებისთვის ინგლისური ენის კურსების ჩატარება:
    1. ინგლისური ფინანსისტებისთვის - Cambridge English for Finances
    2. ინგლისური იურისტებისთვის - Cambridge Legal English
    3. ინგლისური სერთაშორისო ურთიერთობისა და დიპლომატიისთვის

    2013 წელი, მაისი, თბილისის მერიის 105 თანამშრომლისათვის ტრენინგ კურსის – ეფექტური კომუნიკაცია – ჩატარება 

    2012 წელი, მაისი – აგვისტო, ქუთაისი – ქალაქ ქუთაისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებისათვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების ჩატარება

    2012 წელი, მაისი, ბათუმი –აჭარის ა.რ. ფარგლებში არსებული რესტორნების და სასტუმროების პერსონალის (125 ასოცდახუთი პიროვნება) საშუალო რგოლის მენეჯერებისათვის გადამზადების კურსების ჩატარება 

    OSCE მისია საქართველოში – 2008 წელი- გერმანული ენის კურსი

    Saunders Group –– 2010/2011 - ზოგადი ინგლისური

    Eurasia Partnership Foundation – თანამედროვე მენეჯმენტი, პროექტის მენეჯმენტი, დაზღვევა

    შპს თელასი – 2010/2011 – ზოგადი ინგლისური

    შპს GLOBAL SERVICE + - 2012 წელი - ინგლისური ინჟინრებისთვის

    შპს ენგურჰესი – 2010/2011 – ინგლისური იურისტებისათვის

    ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 18:15

    ჩვენი გუნდი

    ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 18:11

    ჩვენს შესახებ

    პროფესიული  მომზადებისა და საერთაშორისო განათლების ცენტრი One World 2005 წელს დაარსდა.  ცენტრი დაარსების  დღიდან ემსახურება ახალგაზრდების განათლებისა და პროფესიული დონის ამაღლების საქმეს.

    OneWorld-ის მისიაა დაამკვიდროს მომსახურების უმაღლესი სტანდარტი  პროფესიული განათლების მიღების, საზღვარგარეთ სწავლის და უცხო ენების შესწავლის მსურველთათვის

    OneWorld წარმოადგენს

    • კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის ოფიციალურ პარტნიორს და საგამოცდო ცენტრს საქართველოში, რაც დადასტურებულია საერთაშორისო სერტიფიკატით. ცენტრის უფლება-მოსილება გულისხმობს ზემოთჩამოთვლილ პროგრამებზე გაწევრიანებას, სასწავლო მასალით უზრუნველყოფას, ტრენინიგის წარმართვას,  გამოცდის მოწყობას. კურსის დასრულების შემდეგ წარმატებული მსმენელები ჯილდოვდებიან კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომებით.
    • ორმოცდაათი ბრიტანული უნივერსიტეტის (მათ შორის წამყვანების) და მრავალი სხვა სასწავლო ინსტიტუციის პარტნიორ ორგანიზაციას
    • თანამშრომლობის შეთანხმება ასევე გაფორმებული აქვს ევროპის, ამერიკის და აზიის მრავალ უნივერსიტეტთან და სასწავლო დაწესებულებასთან

    როგორც კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის ოფიციალურ წარმომდგენელს, ცენტრს მოპოვებული აქვს უფლება ამავე კოლეჯთან შეთანხმებით ჩაატაროს გამოცდა ინგლისურ ენაში. საერთაშორისო კოლეჯის მიერ გამოცდის შემოწმების შემდეგ მათ მიერ გაიცემა ინგლისური ენის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი.

     

    ჩვენი უპირატესობა:

    • კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის CIC ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში
    • 10 წლიანი გამოცდილება
    • პარტნიორული ურთიერთობები სასწავლო დაწესებულებებთან მსოფლიო მასშტაბით
    • კვალიფიციური უცხოელი და ქართველი სპეციალისტები

     

    One World-ში მოქმედებს შემდეგი სასწავლო მიმართულებები:

    პროფესიული განათლება

    • კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის სადიპლომო დისტანციური კურსები
    • ბიზნეს ტრენინგები (ქართულ ენაზე)

    სწავლა საზღვარგარეთ

    უცხო ენები

    • ზოგადი ინგლისური
    • პროფესიული ინგლისური
    • აკადემიური ინგლისური
    • რუსული

     

     

    ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 15:33

    რატომ One World?

    ჩვენი უპირატესობა:

    • კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის CIC ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში
    • 10 წლიანი გამოცდილება
    • პარტნიორული ურთიერთობები სასწავლო დაწესებულებებთან მსოფლიო მასშტაბით
    • კვალიფიციური უცხოელი და ქართველი სპეციალისტები

    მოქნილი ცხრილის, სწავლების მაღალი დონის და მისაღები ფასების გამო ცენტრი ყველა სტუდენტისათვის სასურველი სასწავლო ადგილია.

    უცხო ენები

    მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი პედაგოგები

    პროფესიული ინგლისურის ყველაზე დიდი არჩევანი

     

    სწავლა საზღვარგარეთ

    სასწავლო პროგრამების ყველაზე დიდი არჩევანი მსოფლიო მასშტაბით

    ჩვენი მომსახურების სრული პაკეტი სრულიად უფასოდ

     

    კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის (CIC) დისტანციური სადიპლომო პროგრამები    

    ბრიტანული საერთაშორისო დიპლომი

    თქვენი შერჩეული გრაფიკი

    ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 12:04

    მასწავლებელთა გადამზადება

     

    საერთაშორისო სასერტიფიკატო ონლაინ კურსები ინგლისური ენის მასწავლებელთათვის
    TEFL/TESOL  მოსაპოვებლად

    მსოფლიო მასშტაბით ინგლისური ენის მასწავლებელთა დასაქმების ხელშეწყობა
    რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

     

    ICAL Online TEFL Certificate Courses

     

    კურსი უნიკალურია სტუდენტებისა და დარგის სპეციალისტებისათვის. კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:
    სხვადასხვა საერთაშორისო თუ დიპლომატიური შეხვედრები წარმართოთ დიპლომატიკისათვის დამახასიათებელი ნიუანსების გათვალისწინებით უკეთ წარმოაჩინოთ თქვენი პროფესიონალური უნარი გამოიყენოთ ინგლისური ენის სხვადასხვა ასპექტი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად დახვეწოთ ინგლისურად წერისა და მეტყველების უნარი

    განიხილება:

    დემოკრატიული მთავრობა
    პოლიტიკა, ეკონომიკა და პლურალიზმი
    თანამედროვე სამყარო და საერთაშორისო ურთიერთობების როლი მიმდინარე პრობლემების მოგვარებაში
    კონფლიქტები, კომპრომისები, კონსენსუსი
    თანამონაწილეობა, ხმის მიცემა, პოლიტიკური პარტიები, პროტესტი, დემოკრტატია და ეკონომიკა და სხვა.

    კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
    კვირაში 2 ჯერ
    გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 საათი
    კურსის საფასური:  390 ლარი
    ფასი მოიცავს: სასწავლო მასალა, სერტიფიკატი.
    მოითხოვება ინგლისური ენის მყარი საშუალო დონე.

    ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 12:14

    ბუღალტერია

     ბუღალტრული აღრიცხვის, საგადასახადო აღრიცხვისა და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების კურსი:

    მიზნობრივი ჯგუფები: დამწყები და მომქმედი ბუღალტრები

    კურსის აღწერა: ტრეინინგ პროგრამა შექმნილია კვალიფიციური, გამოცდილი ბუღალტრებისა და აუდიტების ჯგუფის მიერ და ითვალისწინებს ფინანსური აღრიცხვის, საგადასახადო კოდექსისა და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების ( ORIS, INFO, 1C ბუღალტრულ – მენეჯერული მოდულები 8.1, 7.1) კომპლექსურ შესწავლას, რის საფუძველზეც შეძლებთ კომპლექსური ამოცანების გადაჭრას, რაც გულისხმობს როგორც ფინანსური უწყისების, ასევე საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას, რთულ ფინანსურ სიტუაციაში კომპანიისათვის მართებული რჩევის მიცემას და საგადასახადო კანონების მორგებას კომპანიის სასიკეთოდ.

    სწავლის მეთოდი: ლექციები, ინტერაქტივი, დისკუსია, პრაქტიკული სამუშაოები, თემატური გამოკითხვა, შეფასების ტესტები, კურსის განმავლობაში ჩატარდება ორი შუალედური ტესტირება, ხოლო დასრულებისას სასერთიფიკატო გამოცდა.

    შედეგი: პროგრამის სრულყოფილად დაუფლების შემდეგ თქვენ შეძლებთ აწარმოოთ ნებისმიერი ორგანიზაციული ფორმის საბუღალტრო საქმე და სრულყოფილად წარმართოდ საგადასახდო აღრიცხვიანობა.

    დამატებითი ბენეფიტები და უპირატესობები:
    კურსს უძღვება გამოცდილი პროფესიონალი
    მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა და უახლესი საგადასახადო კოდექსი
    კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი

    კურსის საფასური -450 ლარი
    კურსის ხანგრძლივობა 2 თვე
    მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 2 ჯერ
    ხანგრძლივობა 2 საათი

    სტაჟირება

    ტრენინგი მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

    ასევე გთავაზობთ კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დისტანციური სწავლების
    საერთაშორისო სადიპლომო პროგრამას:
    Accounting & Finance in Business & Management - კურსის დამთავრების შემდეგ, გამოცდის საფუძველზე, გაიცემა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომი (მოითხოვება ინგლისური ენის მაღალი საშუალო დონე B2)
    ფასი 850 ლარი
    Bookkeeping & Accounts/Business Bookkeeping & Account –  კურსის დამთავრების შემდეგ, გამოცდის საფუძველზე, გაიცემა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომი (მოითხოვება ინგლისური ენის მაღალი საშუალო დონე B2)
    ფასი 850 ლარი

    ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 12:13

    ვებპროექტის მენეჯმენტი

    ვებპროექტის დაგეგმვისა და მართვის (ვებპროექტის მენეჯმენტი) + ტექსტის შექმნის ხელოვნების ტრენინგი.

    თანამედროვე სამყარო ითხოვს ისეთ მენეჯერებს, რომელთაც შეუძლიათ სრულფასოვნად დაგეგმონ და აკონტროლონ ვებგვერდის შესრულების პროცესი, მაგრამ მენეჯრს საამისო საბაზისო ცოდნა თუ არ გააჩნია, როგორ უნდა წარმოადგინოს ამა თუ იმ კომპანიის იმიჯი ვებსივრცეში, სამწუხაროდ, ვიღებთ იმ სურათს, რაც დღეს ქართული ინტერნეტ ბაზრის რეალობას წარმოადგენს.

    ჩვენ მიერ შემოთავაზებული კურსი მსმენელებს საშუალებას მისცემს, პირველ რიგში, სწორად გაიაზროს თუ რატომ სჭირდება პროფესიონალურად შესრულებული ვებგვერდი და ინტერნეტაქტივობა ნებისმიერი ტიპის ბიზნესსა თუ საქმიანობას.

    კურსის მსმენელები ასევე შეძლებენ ზუსტად განსაზღვრონ, რა ტიპის იმიჯი სჭირდება ამა თუ იმ კომპანიას ინტერნეტ სივრცეში.
    რის შემდეგაც ისინი შეძლებენ ამ იმიჯის რეალობად გარდაქმნას, როგორც დიზაინით ,ისე სწორი მოდულების რეალიზაციით.

     კურსის მიზანია:


    ვებპროექტების მართვის ეფექტური მეთოდებისა და სისტემური მიდგომების გამოყენებით, პროექტების დაგეგმვის, განხორციელების, კონტროლისა და რეპორტინგის სწავლება.
    წარმოდგენა შეუქმნას მსმენელებს თუ როგორ იქმნება კომპანიის იმიჯი ინტერნეტში. ამისათვის რისი ცოდნაა აუცილებელი;
    რა დრო სჭირდება სრულფასოვანი ვებგვერდის შექმნას და შემდეგ მის პოპულარიზაციას ინტერნეტ მომხმარებელში.
    მსმენელები მიიღებენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას ,არამედ პრაქტიკულად შეასრულებენ რეალური კომაპნიის ვებგვერდის პროექტმენეჯმენტს, რის შემდეგაც ისინი მარტივად შეძლებენ დამოუკიდებლად შექმნან და მართონ, შეავსონ სწორი, საჭირო ინფორმაციით და გაყიდონ ნებისმიერი ვებპროექტი.
    მომავალი პროექტმენეჯერები შეისწავლიან პროექტების მართვსს, გუნდის შექმნის, დროის, სტრესისა და კონფლიქტების მართვის, საფასო სტრატეგიების შექმნის, რისკებისა და კრიზისების მართვის მეთოდებს. კურსი მოიცავს თეორიულსა (50%) და პრაქტიკულ (50%) ნაწილს. პრაქტიკულ ნაწილში მსმენელები რეალურად არსებულ პროექტს - დაგეგმავენ, შეასრულებენ და მოახდენენ მის პრეზენტაციას.

    კურსი განკუთვნილია:


    მათთვის, ვისაც სურს გაერკვიოს თანამედროვე ტექნოლოგიებში;
    ასევე მათთვის, ვინც აპირებს შექმნას თავისი კომპანიის ვებგვერდი ან იმიჯი ინტერნეტში,;
    მათთვის ვინც ფიქრობს რომ სამომავლოდ მისი საქიანობა აუცილებლად რაღაც დოზით იქნება დამქირავებელი კოპანიის ვებგვერდის მართვასა და განვითარებასთან დაკავშირებული.
    და ასევე მათთვის ვინც უკვე მუშაობს ვებ საიტის შექმნაზე და სურს უკეთ შეძლოს მისი განვითარების უკეთ დაგეგმა და შესრულება.


    კურსის მსვლელობისას მსმენელები გაეცნობიან:

    1. პროექტმენეჯერის ზოგად თვისებებს;
    2; პროექტმენეჯერის სამუშაოს ფუნქციურ აღწერას;
    3. დამკვეთთან ურთიერთობის თავისებურებებს, რათა სწორად დაგეგმონ პროექტი
    4. პროექტის დაწერისთვის აუცილებელი კითხვარის შედგენა - შევსებას;
    5. პროექტის შესრულებისთვის პროექტის ამოცანის სრულფასოვან წერას;
    5. ვებპროექტის შექმნისთვის საჭირო კონტაქტების დამყარებასა და მოძიებას;
    7. ჰოსტინგისა და დომენის არსს;
    8. ვებპროექტის შემსრულებლებთან ურთიერთობის დეტალებს;
    9. რა უნდა ღირდეს ამა თუ იმ ტიპის ვებ პროექტი და მისი შეფასების პრონციპი;
    10. დიზაინერთან მუშაობის პრონციპს;
    11. ნებისმიერი სამართავი პანელის მართვას;
    12. როგორი სამართავი პანელი სჭირდება ამა თუ იმ ტიპის ვებპროექტს.
    13. დამკვეთისა და შემსრულებლების უფლებებსა და მოვალეობებს;
    14. ვებპროექტის ტესტირებას;
    15. ინფორმაციის სწორი განთავსებას;
    16. ვებპროექტის ონლაინში ჩაშვების თავისებურებებს;
    17. კოპირაიტინგი - ტექსტის შექმნისა და რედაქტირების ხელოვნება

    კომპანიის საქმიანობისა და იმიჯის ერთ-ერთი მნიშვნელოვანს აპსექტს, ასევ ვთქვათ, სავიზიტო ბარათს, წარმოადგენს ვებგევრდი და მასზე განთავსებული, მიზნობრივად სწორად შედგენილი და ჩამოყალიბებული, სტილისტურად, გრამატიკულად და აზრობრივარდ გამართული ტექსტები. ვებგევრდი, რომელიც დიზაინის, პროექტისა და ფუნქციების მიხედვით მაღალი სტანდარტებს მიეკუთვნება, მაგრამ მასზე განთავსებული ტექსტი მომხმარებელს არათუ სწორ წარმოადგენას უქმნის, არამედ აბნევს კიდეც. იქმნება კომპანიისადმი არასანდოობის წარმოდგენა:" ეს კომპანია თუ საკუთარ ვებგვერდზე ვერ გადმოსცემს ზუსტად რასაც წარმოადგენს და საქმიანობს, როგორ შეგვიქმნის ჩვენ დაპირებული მომსახურებების კომფორტს?"
    ამისათვის, ნებისმიერ პროექტმენეჯერს უნდა ჰქონდეს კლიენტისთვის საჭირო ტექსტის შექმნის, რედაქტირებისა და შეთავაზების შესაძლებლობა.

    კოპირაიტინგის კურში ისწავლება:


    თუ როგორ შევქმნათ საიმიჯო, სარეკლამო თუ საინფორმაციო ტექსტი, რომელიც იქნება:
    სწორად პერიფრაზირებული და ფორმულირებული;
    სადა;
    კონკრეტული;
    ენერგიული;
    სათქმელი მკითხველამდე სწორად იქნება მიტანილი ;
    ზუსტად ექნება შერჩეული სტილი და ტონალობა შინაარსისა და დანიშნულების მიხედვით;
    თუ როგორ დაიწეროს კლიენტისთვის მნიშვნელოვანი და კლიენტის მომხმარებლისთვის საინტერესო ტექსტი;
    როგორ დაწეროთ გასაგები, დინამიური და საჭირო ტექსტები ინფორმაციულ სტილში;
    თუ რომელი სტილია საჭირო ტექსტის რედაქტირებისას: ინფორმაციული, სარეკლამო თუ მხატვრული.

    ტექსტის შექმნისა და რედაქტირების ხელოვნების კურსის გავლის შემდეგ, თქვენ შეძლებთ:

    ინფორმაციული სტილის ტექსტად დაწეროთ თვით მონაყოლი ამბავიც კი, აქციოთ იგი სტატიად, განცხადებად, ბრძანებად და სხვა...
    სტილისტურად გაასწოროთ მხატვრული ტექსტი ისე, რომ ავტორისეული თხრობის მანერა და მწერლის ენის სტილისტური ნიშნები უცვლელი დარჩეს...

    ტრენინგს გაუძღვებიან ტრენერები:

    ძირითადი ნაწილი ირა მელიმონაძე ვებ სტუდია www.Lemons.ge დამფუძნებელი


    კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირა ( 24 საათი)
    კურსის განრიგი: თქვენთვის სასურველი დრო (ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით)
    ლექციების ჩატარების დრო: 19:00-21:00

    სწავლის საფასური: 200 ლარი
    კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

    წარმატებული კურსდამთავრებულები დასაქმდებიან სხვადასხვა კომპანიებში.

    ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 12:11

    პიარმენეჯმენტი

    ინტეგრირებული კურსი საზოგადოებასთან ურთიერთობა ( PR) და ინტერნეტ მარკეტინგი(Internet Marketing)

    კურსი მოიცავს თეორიას 50% და პრაქტიკას 50%.

    კურსის მიზანია, პიარ-მენეჯმენტის, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების უნარის სისტემის საფუძვლების სწავლება, თანამედროევე პიარ - ტექნოლოგიების, ბრენდის ფორმირების ზოგადი მექანიზმების გაცნობა და პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდება, რომელიც დაეხმარებათ მსმენელებს პიარ-მენეჯერის ფუნქციების წარმატებით შესრულებაში . მსემენელები მიიღებენ უახლეს ცოდნას, გამოცდილებას, მიდგომებს, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს პიარის სფეროში.
    ასევე მსმენელები გაეცნოებიან ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თემას მარკეტინგი ინტერნეტის საშუალებით!
    პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვა ინტერნეტით.

    სწავლების მიზანი:

    ** საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროს ეფექტიანი მართვა კონკურენტულ გარემოში ობიექტის (პროდუქტი, ბრენდი, მომსახურება, ორგანიზაცია, პერსონა ან ადამიანთა ჯგუფი) პოზიტიური (იდეალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი) ხატების შემუშავებისა და ჩანერგვის ერთიანი ტექნოლოგიების სისტემის მეოხებით;
    ** ობიექტისათვის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარე და მყუდრო შიდა კორპორატიული გარემოს შექმნის ტექნოლოგიების დაუფლება;
    ** ობიექტსა და საზოგადოებას შორის ურთიერთხელსაყრელი, ჰარმონიული ურთიერთობების დასამყარებლად მმართველობითი საქმიანობის განხორციელება;
    ** დაინტერესებული აუდიტორიების, ინსტიტუტების, ორგანიზაციების განსაზღვრა და მოძიება, მათთან კავშირებისა და კონტაქტების დამყარება, მათი ინტერესებისა და მოლოდინის გაცნობიერება და მათთვის შესაბამისი PR პროგრამებისა და აქციების შემუშავება.

    კურსის თემატიკა:

    • PR-ის ზოგადი მიმოხილვა
    • ეფექტური ინტეგრირებული მარკეტინგული გეგმის შემუშავება;
    • ბრენდინგი
    • ბრენდის პოზიციონირება
    • პიარ კამპანიის დაგეგმვა, განხორციელება, ბიუჯეტირება.
    • ინტერნეტ მარკეტინგი და PR;
    • სოციალური მედია
    • მომხმარებელთან ურთიერთობის პრინციპები
    • კრეატივი და რეკლამა
    • გაყიდვები
    • ორგანიზაციული კულტურა;
    • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
    • კვლევები;
    • პრ სტრატეგია;
    • იმიჯი, იმიჯის შექმნა;
    • სოციალური პასუხისმგებლობა იმიჯის ამაღლების სამსახურში;
    • კრიზისული პიარის მართვა;
    • ეფექტური კომუნიკაცია;
    • ღონისძიებების ორგანიზება.


    ინტერნეტ მარკეტინგი:

    „ინტერნეტ მარკეტინგი“ მოიცავს ინტერნეტ მარკეტინგის ძირითად დისციპლინებს, როგორებიცაა:

    • იმეილ მარკეტინგი ,
    • სოციალური ქსელების მარკეტინგი ,
    • ვებსაიტის განვითარება ,
    • საძიებო სისტემების მარკეტინგი (SEO/SEM)
    • ინტერნეტ ანალიტიკა .
    • მოკლევადიანი მარკეტინგული სტრატეგია
    • გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგია
    • ბლოგი
    • ფორუმი

    კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირა ( 24 საათი)
    კურსის განრიგი: თქვენთვის სასურველი დრო (ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით)
    ლექციების ჩატარების დრო: 19:00-21:00

    სწავლის საფასური: 250 ლარი
    კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.



     
     
    ასევე გთავაზობთ კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დისტანციური სწავლების  საერთაშორისო სადიპლომო პროგრამას:
    Advertising and Public Relation - კურსის დამთავრების შემდეგ, გამოცდის საფუძველზე, გაიცემა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომი (მოითხოვება ინგლისური ენის მაღალი საშუალო დონე B2)
    ფასი 850 ლარი