support@oneworld.ge 

+995 32 2 14 68 42

    ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 11:36

    ინგლისური იურისტებისთვის

    ILE - International Legal English  -  ინგლისური ენის კურსი იურისტებისათვის

    კურსი განკუთვნილია: იურისტებისათვის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებისათვის

    კურსი საშუალებას აძლევს სტუდენტებს: საგრძნობლად გააუმჯობესონ ინგლისური ენის დონე, გამოიყენონ ინგლისური ენა თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში

    განიხილება:

    საკონტრაქტო სამართალი, დელიქტური სამართალი, სისხლის სამართალი, კომერციული სამართალი, უძრავი ქონების სამართალი, სასამართლო დავები და სამართალი, საერთაშორისო სამართალი, შედარებითი სამართალი და მრავალი სხვა
    კურსი აგებულია ენის შესწავლისათვის სავალდებულო ყველა ასპექტის გათვალისწინებით: წერა, ანალიტიკური კითხვა, საუბარი, მოსმენა, პრეზენტაცია.

    კურსის ხანგრძლივობა  - 3 თვე
    გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ 
    გაკვეთილის ხანგრძლივობა  - 2 საათი

    ფასი: 125 ლარი თვეში 
    ფასი მოიცავს ელექტრონულ სახელმძღვანელოს და აუდიო მასალას.
    გაიცემა სერტიფიკატი


    მოითხოვება ინგლისური ენის საშუალო დონე

     

    ILEC


    ინგლისური ენის საერთაშორისო სასერთიფიკატო კურსი იურისტებისათვის  -  ILEC

    კურსი განკუთვნილია: იურისტებისათვის, იურიდიული ფაკულტეტი, სტუდენტებისათვის, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებისათვის
    კურსი საშუალებას აძლევს სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით წარმოაჩინონ თავიანთი პროფესიული საქმიანობა, გამოიყენონ ინგლისური ენა პროფესიულ დონეზე, შესძლონ უცხოელ კოლეგებთან თანაბარი პირობებით საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწეობა.
    გაიცემა One World სერტიფიკატი, ასევე, სტუდენტებს საშუალება ექნებათ მოიპოვონ კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო სერტიფიკატი (ILEC)  -  ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი სამართლის სფეროში

    კურსის ხანგრძლივობა  - 6 თვე
    გაკვეთილები ტარდება კვირაში 3-ჯერ 
    გაკვეთილის ხანგრძლივობა  - 2 საათი
    კურსის საფასური  -  900 ლარი
    ფასი მოიცავს: სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია, აუდიო მასალა, სერტიფიკატი
    მოითხოვება ინგლისური ენის მაღალი დონე

    ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 11:34

    სწავლების მეთოდი

    სამუშაო მეთოდისა და სწავლების პროცესის აღწერილობა 
     
    უცხო ენის შესასწავლად სხვადასხვა ადაპტირებული მეთოდი გამოიყენება. One World ირჩევს სწავლების კოოპერატიულ მეთოდს. მეთოდის ძირითადი პრიორიტეტი ინტერაქტიური გაკვეთილების ჩატარებაა. მრავალი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს, რომ ასეთი მეთოდის გამოყენება უცხო ენის უფრო ღრმად გაგების საშუალებას იძლევა. სტუდენტების მეტყველება სწრაფად იხვეწება და უცხო ენის სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი. მეთოდის სრულად დანერგვისათვის სხვადასხვა სახელმძღვანელოები და დამხმარე მასალა გამოიყენება. ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილავთ ინტერაქტიური გაკვეთილის მიმდინარეობას: 
    სტუდენტები იყოფიან 4 – 5 კაციან ჯგუფებად და იწყება 4 საფეხურიანი ციკლი: სწავლება, ჯგუფური მეცადინეობა, ტესტირება, შეფასება.
     
     სწავლება იწყება მასალის პრეზენტაციით, ახსნა განმარტებებით და საკვანძო საკითხების ანალიზით
     გრამატიკული ასპექტების განხილვა ხდება პრაქტიკულ მაგალითებზე
     მიმდინარეობს ტექსტების დამუშავება და მოკლე განხილვა
     სავარჯიშოები მიზანმიმართულია კითხვის, წერის და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად
     
    იმისთვის რომ სწავლების პროცესი უფრო სახალისო იყოს, დროდადრო პროგრამაში ჩართულია ვიდეო მასალა და ინტელექტუალური თამაშები. ჯგუფური მეცადინეობის დროს ჯგუფები მოქმედებენ კოოპერეტიულად და მუშაობენ საკითხებზე ერთად მუშაობენ.  შემდეგ ყოველი სტუდენტი ინდივიდუალურად მუშაობს და შესწავლილ მასალას წარმოადგენს ტესტისა და ზეპირი პრეზენტაციის სახით. 
    ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 11:16

    აკადემიური ინგლისური

    TOEFL, IELTS

    ინგლისელ პედაგოგთან  IELTS და TOEFL მოსამზადებელ კურსზე დაიშვებიან სტუდენტები, ვისაც უკვე აქვს ინგლისური ენის B2 დონე. კურსის მსვლელობისას მუშავდება  ყველა ასპექტი მოსმენა, კითხვა, ესსეს წერა, საუბარი. 

    კურსის რეკომენდირებული ხანგრძლივობა:  2 თვე
    კვირაში 2ჯერ
    გაკვეთილის ხანგრძლივობა: 2 საათი
    სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში: 5-6 ადამიანი

    ფასი: 200 ლარი თვეში


    IELTS - The International English Language Testing System


    შემუშავებულია კემბრიჯის უნივერსიტეტის,  ბრიტანეთის საბჭოს, ავსტრალიის უმაღლესი საგანმანათლებლო  ინსტიტუციების  მიერ. IELTS აღიარებულია  მსოფლიოს 6000-ზე მეტი ორგანიზაციის,  უნივერსიტეტების, საემიგრაციო დეპარტამენტების, სამთავრობო სააგენტოების, პროფესიული დაწესებულებებისა და საერთაშორისო კომპანიების მიერ. 
    ტესტს გააჩნია  2 ფორმატი: აკადემიური და ზოგადი.  აკადემიური ფორმატის ტესტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ, ინგლისურენოვან ქვეყანაში  სწავლა აქვს გადაწყვეტილი .  ზოგადი ფორმატის ტესტს კი აბარებენ ისინი,  ვინც  ემიგრაციაში წასვლას ან მუშაობას აპირებს.
    ტესტი  შედგება ოთხი ნაწილისაგან: მოსმენა (30 წუთი), კითხვა (60 წუთი), წერა (60 წუთი) და საუბარი (11-14 წუთი). ტესტის მთლიანი ხანგრძლივობაა 2 საათი და 45 წუთი. საუბრის ნაწილი ტარდება  ცალკე, კითხვის, წერის და მოსმენის სეგმენტებისჩაბარებამდე ან შემდეგ.

    სერტიფიკატი ღირებულია 2 წლის განმავლობაში


    TOEFL - Test of English as a Foreign Language 

    ტესტი შემუშავებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას აღიარებს მსოფლიოს 160 ქვეყნის  9000 საგანმანათლებლო ინსტიტუცია. ტესტის ფორმატი სავადასხვაა. საქართველოში ბარდება მხოლოდ IBT TOEFL ანუ გამოცდა ბარდება ინტერნეტის საშუალებით. 
    ტესტი შედგება ოთხი ნაწილისაგან: მოსმენა (60 წუთი), კითხვა (60 წუთი), წერა (50 წუთი) და საუბარი (20 წუთი). შესვენება 10 წუთი
    ფასდება თითოეული ასპექტი. მაქსიმალური ქულა – 120. უმეტესი უნივერსიტეტი ითხოვს 79 დან 100 ქულამდე.
    დიდი მნიშვნელობა ენიჭება  წერით სეგმენტში მიღებულ ქულას.

    სერტიფიკატი ღირებულია 1 წლის განმავლობაში

    კვირა, 01 ნოემბერი 2015 21:43

    ზოგადი ინგლისური

    ინგლისური დონეების მიხედვით

     ინგლისური ენის სწავლება ჩვენი ცენტრის ძირითადი მიმართულებაა. სპეციალისტთა ჯგუფი წლების განმავლობაში მუშაობს სასწავლო პროცესისა და შედეგის გაუმჯობესებისათვის. სწავლების მეთოდი, რომელიც ცენტრში გამოიყენება, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს.  დაგროვილი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ მეთოდი სწორადაა შერჩეული. ჩვენი მსმენელები ხშირად აღწევენ წარმატებებს საერთაშორისო ასპარეზზე, სწავლას აგრძელებენ ევროპის უნივერსიტეტებში, აკმაყოფილებენ მათ მაღალ მოთხოვნებს.


    1. დამწყები, ელემენტარული, დაბალი საშუალო

    მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა, გრამატიკა. კურსი ორიენტირებულია საკომუნიკაციო უნარის განვითარებაზე. 
    სამივე დონის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეეძლება მიიღოს და მიაწოდოს ინფორმაცია ინგლისურ ენაზე, მონაწილეობა მიიღოს მარტივი თემების განხილვაში, გამოხატოს მოსაზრება ნაცნობ თემებთან დაკავშირებით.
    თითო დონის ხანგრძლივობა 2 თვე. თვეში 8 გაკვეთილი (16 საათი)
     ფასი: 90 ლარი თვეში

    2. საშუალო

    ინგლისური ენის ყველა ასპექტი: მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა, გრამატიკა. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეეძლება ინგლისურ ენაზე შეასრულოს გარკვეული სამუშაო, არ დაიბნეს უჩვეულო გარემოში, იყოს ადეკვატური უცხოელებთან საუბრისას. 
    ხანგრძლივობვობა 3 თვე. თვეში 8 გაკვეთილი (16 საათი)
    ფასი: 90 ლარი თვეში
    3. მაღალი საშუალო

    ინგლისური ენის ყველა ასპექტი: მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა, გრამატიკა. კურსს უძღვებიან ქართველი პედაგოგი. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეეძლება გამოხატოს აზრი ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, ჩაერთოს დისკუსიაში და იყოს თავდაჯერებული აზრის დაფიქსირებისას, გამოიყენოს რთული გრამატიკული კონსტრუქციები წერის დროს, დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები უცხოელ კოლეგებთან. 
    ხანგრძლივობვობა 3 თვე. თვეში 8 გაკვეთილი (16 საათი)
    ფასი: 100 ლარი თვეში

    4. უმაღლესი

    ინგლისური ენის ყველა ასპექტი: მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა, გრამატიკა. კურსს უძღვება ქართველი პედაგოგი. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეეძლება სწრაფად, დაფიქრების გარეშე საუბარი, რთული სამეცნიერო თუ ტექნიკური ტექსტების ანალიზი პროფესიონალურ დონეზე, ზეპირი პრეზენტაციების მოწყობა მაღალ დონეზე, წერითი სამუშაოს შესრულება დაბრკოლების გარეშე. 
    ხანგრძლივობვობა 4 თვე. თვეში 8 გაკვეთილი (16 საათი)
    ფასი: 100 ლარი თვეში
     
    5. კომბინირებული გაკვეთილები
     
    მოითხოვება ინგლისური ენის საშუალო ან მაღალი საშუალო დონე

    კურსს უძღვება:



    თიმოთი ოგდენ – გაერთიანებული სამეფო, ინგლისი.  განათლება მიღებული აქვს დიდ ბრიტანეთში, კილის უნივერსიტეტში.  მისი ინტერესის არეალია  პოლიტიკა, ჟურნალისტიკა, სპორტი, სამხედრო საქმე.

    სასაუბრო ინგლისური +
    წერა, ანალიტიკური კითხვა, ლექსიკა, გრამატიკა

    კვირაში ერთი გაკვეთილი ეთმობა სასაუბრო ინგლისურს, ინგლისელ პედაგოგთან ერთად. მეორე გაკვეთილი ეთმობა ენის შესწავლისათვის სავალდებულო ყველა ასპექტს, ქართველ პედაგოგთან ერთად.

    სასაუბრო ინგლისურის გაკვეთილები მიზნად ისახავს ინგლისური ენის ცოდნისა და კომუნიკაციის უნარის გაღრმავებას. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია უცხოელ პარტნიორებთან, კოლეგებთან თუ მეგობრებთან უკეთ წარმოაჩინონ თავიანთი პროფესიული უნარები, მოახდინონ საკუთარი შეხედულებების კორექტულად გადმოცემა, ჩაერთონ განხილვებში,  გავიდნენ საერთასორისო ასპარეზზე. 

    განიხილება საინტერსო თემები.  საუბრები წარიმართება
    • მოგზაურობის,
    • განათლების,
    • ურთიერთობების,
    • გართობის,
    • თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევების შესახებ და სხვ.

    ყურადღება დაეთმობა ინტერვიუს თქვენს სასარგებლოდ წარმართვის საკითხს:

    • ნეგატიურის პოზიტიურისკენ შემობრუნება,
    • თქვენი კომპეტენციის წარმოჩენა,
    • მოლაპარაკების წარმოება და სხვ.

    ქართველ პედაგოგთან სწავლება იწყება მასალის პრეზენტაციით, ახსნა განმარტებებით და საკვანძო საკითხების ანალიზით, გრამატიკული ასპექტების განხილვა ხდება პრაქტიკულ მაგალითებზე, მიმდინარეობს ტექსტების დამუშავება და მოკლე განხილვა, სავარჯიშოები მიზანმიმართულია კითხვის, წერის და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.

    მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად გაკვეთილებზე გამოიყენება  აუდიო  და ვიდეო მასალა, ყოველი თემის დასასრულს ხდება განვლილი მასალის შემოწმება  ტესტირებით, კურსის დასასრულს მიღწეული შედეგი მოწმდება საბოლოო ტესტით. წარმატებული სტუდენტები ჯილდოვდებიან დონის დამადასტურებელი სერტიფიკატით.


    კურსის ხანგრძლივობა:  3 თვე
    კვირაში 2ჯერ
    გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 საათი

    ფასი: 125 ლარი თვეში

    3თვის ერთიანად გადახდის შემთხვევში: 110 ლარი თვეში

    10%იანი ფასდაკლება დღის საათებში (6სთ-მდე)
     
    ფასი: 125 ლარი თვეში
     
    გვერდი 6 სულ 6